Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ხილის სუპერ ფაფუკი რულეტის რეცეპტი / khilis super fafuki ruletis recepti
2018-05-01, 9:17 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ბისკვიტი:
კვერცხი - 4 ცალი
შაქარი - 80 გ
ზეთი - 50 მლ
რძე - 50 მლ
ფქვილი - 70 გ
კრემი:
ათქვეფილი ნაღები - 150 მლ
შაქრის პუდრა - 2 ს/კ + მოსაყრელად
მარწყვი, ბანანი, კივი - გულსართისთვის

მომზადების წესი:
გააცალკევეთ კვერცხის გული ცილისგან. ათქვიფეთ პირველ რიგში კვერცხის ცილა ღრუბელივით მასის მიღებამდე, ნე-ნელა შეათქვიფეთ 50 გ შაქარი.
ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხის გული და 30 გ შაქარი გათეთრებამდე, დაუმატეთ ზეთი, რძე და ჩააცერეთ ფქვილი. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მცირე ულუფებით დაუმატეთ ბეზე და ათქვიფეთ ხელის ზამბარით.
ლითონის ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი და გაანაწილეთ ბისკვიტის მასა. მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 10 წუთი.
ამასობაში ათქვიფეთ ნაღები შაქრის პუდრასთან ერთად ჰაეროვანი მასის მიღებამდე.
გაარჩიეთ, გარეცხეთ და დაჭერით ბანანი, კივი და მარწყვი.
გამომცხვარი რულეტი გადმოიღეთ ფირფიტიდან პერგამენტის ქაღალდიანად. წაუსვით ნაღების კრემი, გაანაწილეთ დაჭრილი ხილი და გადაახვიეთ პერგამენტის საშუალებით მჭიდრო რულეტად.
მოათავსეთ 1 საათით მაცივარში.
სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: რულეტი, kivi, ხილი, banani, ბანანი, კივი, ხილის რულეტი, marwyvi, მარწყვი, recepti kulinaria ნანახია: 1367 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]