Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბლინის ტორტი მარწყვით - საოცარი დესერტი / blinis torti martskvit - saocari deserti
2015-04-09, 5:49 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
მზა ბლინი
ხაჭო - 500-600 გრ
არაჟანი - 6 ს.კ.
შაქარი - 100 გრ
ვანილი
მარწყვი - 1 კგ (650 გრ გულსართში, დანარჩენი დეკორისთვის)

კრემი
არაჟანი - 500 გრ
შაქარი - 100 გრ
ვანილი

მომზადების წესი:
დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ საშუალო სიდიდის მზა ბლინები, დაახლოებით 12-13 ცალი.
ხაჭო გაატარეთ საცერში, დაამატეთ შაქარი, ვანილი და არაჟანი. კარგად აურიეთ.
ცალკე ათქვიფეთ კრემისთვის განკუთვნილი არაჟანი და შაქარი ვანილთან ერთად.
თითოეულ ბლინს გადაუსვით ხაჭოს თხელი ფენა, ზედ დაალაგეთ ფორფიტებად დაჭრილი მარწყვი. უფრო მოსახერხებელია, თუ ბლინს ხაჭოს ცალკე გადაუსვამთ, შემდეგ გადაიტანთ ტორტისთვის განკუთვნილ თეფშზე და დაალაგებთ მარწყვებს. ამგვარად ააწყვეთ მთელი ტორტი. შემდეგ ზემოდან გადაუსვით არაჟნის კრემი და მორთეთ მარწყვით. გააჩერეთ მაცივარში 1-2 საათი


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ტორტი, arajani, blini, მარწყვი, არაჟანი, ხაჭო, xacho, ბლინი, torti, marwyvi ნანახია: 1714 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]