Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მანდარინის ტორტი-სუფლე - საახალწლო დესერტი / saaxalwlo deserti, kulinaria, mzareuli
2013-12-30, 4:07 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
მანდარინი - 1 კგ
შაქრის პუდრი - 215 გრ
ჟელატინი - 8-10 გრ
კვერცხი - 4
ნაღები 35% - 600 მლ
ფქვილი - 60 გრ
ნუშის ფირფიტები - 1 ს.კ.
რომი - 1 ს.კ.
მარილი - დანის წვერით

მომზადების წესი:
4 კვერცხის გული და 125 გ შაქარი გათეთრებამდე ავთქვიფოთ, ნელ-ნელა დავამატოთ ფქვილი. ცალკე ავთქვიფოთ ცილა მწიკვ მარილთან ერთად და ფრთხილად შევურიოთ ცომს. ქაღალდჩაფენილ ფორმაში 1 სმ სისქეზე დავასხათ ცომი და 150 გრადუსზე გამოვაცხოთ 10 წუთი.

ბისკვიტი გამოვჭრათ საშუალო ზომის ყალიბის ზომაზე. ჩავდოთ ამავე ყალიბში.
ჟელატინი დავალბოთ ცივ წყალში, გადავწუროთ და გავადნოთ. დავაბლენდეროთ 6 მანდარინი, 50 გ შაქარი და რომი, დავამატოთ გამდნარი ჟელატინი.
ავთქვიფოთ ნაღები 40 გ შაქართან ერთად და შევურიოთ მანდარინს. კრემი კარგად გავაციოთ, შემდეგ ფორმაშივე დავასხათ ბისკვიტს და მაცივარში შევაბრუნოთ.
ზემოდან მოვრთოთ მანდარინის ლებნებით და ნუშის ფანტელებით.




გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: naghebi, mandarini, torti, tortebi, saaxalwlo sufra, biskviti, ბისკვიტი, მანდარინი, ნაღები, ტორტი ნანახია: 1752 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]