Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ხაჭოსა და არაჟნის ნამცხვარი – გემრიელი და არომატული დესერტი ფქვილის გარეშე / khachosa da arajhnis namckhvari - gemrieli da aromatuli deserti
2017-08-01, 10:44 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
500 გრამი ხაჭო
5 ცალი კვერცხი
50 გრამი კარაქი ან მარგარინი
ქიშმიში გემოვნებით
1 ცალი ლიმონის ცედრა
1 ს/კ მანანის ბურღული
100 გრამი შაქარი
50 გრამი არაჟანი

მომზადების წესი:
1. კვერცხის გული და ცილა ერთმანეთისგან განაცალკევეთ. გულს დაუმატეთ 50 გრამი შაქარი და მიქსერით ათქვიფეთ. დაამატეთ კარაქი, ქიშმიში, მანანის ბურღული და ლიმონის ცედრა. კარგად აურიეთ. მიღებულ მასას ხაჭო ჩაამატეთ და ამჯერადაც კარგად ურიეთ. შეგიძლიათ ათქვიფოთ. უკეთესია, თუ ხაჭო წვრილად იქნება დაჭრილი.
2. ახლა კვერცხის ცილას შეურიეთ დარჩენილი შაქარი, შემდეგ კი ხაჭოს მასასთან აურიეთ. არავითარ შემთხვევაში არ ათქვიფოთ. საცხობ ფორმას კარაქი გადაუსვით, შეგიძლიათ მანის ფაფა მოაყაროთ. ცომი მასზე მოათავსეთ და ზემოდან არაჟანი გადაუსვით. აცხვეთ 160 გრადუსზე 20-25 წუთი იქამდე სანამ ხაჭოს ნამცხვარი არ გამოცხვება.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: arajani, khacho, arajhani, არაჟანი, namckhvari, ხაჭო, კვერცხი, ნამცხვარი, xacho, namcxvari ნანახია: 1871 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]