Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ნამცხვარი, რომელიც აუცილებლად შეგიყვარდებათ - ნელი თორდიას რეცეპტით / namckhvari, romelic aucileblad shegikvardebat - neli tordias receptit
2018-04-07, 0:19 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ფქვილი - 430 გრ
ფქვილი - 2 ჭიქა
შაქარი - 1,5 ჭიქა
არაჟანი - 4 ს/კ
კვერცხი - 4 ცალი
ხაჭო - 400 გრ
კარაქი - 100 გრ
სოდა - 1 ჩ/კ
მწიკვი მარილი
სურვილის შემთხვევაში, თხილი, ქიშმიში და ცუკატები.

მომზადების წესი:
1. შაქარი და კვერცხი კარგად ათქვიფეთ, სანამ მოცულობაში არ მოიმატებს. დაუმატეთ არაჟანი, ხაჭო, გამდნარი კარაქი, სოდა და მარილი და ყველაფერი ისევ კარგად ათქვიფეთ. ბოლოს დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და კარგად აურიეთ. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ თხილი, ქიშმიში ან ცუკატები დაუმატოთ.
2. ტორტის ფორმაში ჩააფინეთ ცხიმწასმული საცხობი ქაღალდი. ჩაასხით ცომი და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთი აცხვეთ.
3. გამომცხვარი ბისკვიტი ფორმაში გააცივეთ და სუფრასთან მიტანის წინ შაქრის პუდრა მოაფრქვიეთ.
გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: namckhvrebi, ნამცხვრები, arajhani, namcxvari, karaqi, ნამცხვარი, khacho xacho, namckhvari, fqvili, namcxvrebi ნანახია: 886 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]