Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მაწვნისა და მარწყვის ტორტი / matsvnisa da marwyvis torti
2014-05-08, 8:30 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
მაწონი - 300 გრ
რძე - 300 გრ
ჟელატინი - 30 გრ
ლიმონის წვენი - 1 ს.კ.
შაქარი - გემოვნებით
კაკაო - 1 ს.კ.

მარწყვის ფენისთვის
მარწყვი - 200 გრ
ჟელატინი - 1 ს.კ.
შაქარი - გემოვნებით
წყალი - 50 მლ

მომზადების წესი:
ჟელატინს დაასხით რძე და დატოვეთ 10-15 წუთი. შემდეგ გაათბეთ, რომ ჟელატინი გადნეს. მაწონი აარჩიეთ ახალი, სიმჟავის გარეშე. გათქვიფეთ შაქართან ერთად, დაამატეთ ლიმონის წვენი. რაც უფრო დიდხანს ათქვეფთ, მით უფრო ჰაეროვან ჟელეს მიიღებთ.დაამატეთ ჟელატინიანი რძე. . ამ მასის 1/4 ცალკე გადაასხით და დაამატეთ კაკაო. ჩაასხით ფორმაში და საყინულეში შედგით 10-15 წუთი. შემდეგ ზემოდან თეთრი ჟელე დაასხით და შეაბრუნეთ მაცივარში სანამ არ გამაგრდება.
როცა ჟელე მზად იქნება, მოამზადეთ მარწყვიანი ფენა. ჟელატინი წყალში დაალბეთ, შემდეგ გაადნეთ. მარწყვი პიურედ აქციეთ, დაამატეთ შაქარი გემოვნებით და ჟელატინი. დაასხით ზემოდან მაწვნის ჟელეს და დადეთ მაცივარში, სანამ მარწყვის ფენაც არ გამაგრდება.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: kakao, marwyvi, კაკაო, რძე, matsoni, ჟელე, მაწონი, jhele, მარწყვი, rdze ნანახია: 2394 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 ninikooo  
0 Spam
au warmomidgenia ra gemrieli torti iqneba, tu marto ver gavumklavdi vetyvi dedikos rom gamiketos davexmarebi mainc, marwyvi miyvarsss...

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]