Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

იტალიური საშობაო ნამცხვარი - პანფორტე / italiuri sashobao namckhvari - panforte
2017-08-13, 2:52 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
300 გ. თხილი, ნუში და ნიგოზი
300 გ. ლეღვის ჩირი
150 გ. შაქარი
80 გ. ფქვილი
300 გ. თაფლი
1 ფორთოხლის ცედრა
1 ლიმონის ცედრა
2 ს.კ. კაკაო
1 ჩ.კ. დარიჩინი
1/4 ჩ.კ. მიხაკი
1/4 ჩ.კ. მუსკატის კაკალი
შაქრის პუდრი

მომზადების წესი:
მოხალეთ თხილი, ნუში და ნიგოზი, შემდეგ კი მოაცილეთ კანი.
ჯამში მოათავსეთ თხილეული, დაჭრილი ჩირი, მოაყარეთ
შაქარი, კაკაო, ორივე ცედრა, ფქვილი, დარიჩინი, მიხაკი, მუსკატის კაკალი და კარგად აურიეთ. ბოლოს მოასხით თაფლი და კარგად შეურიეთ მასას.
საცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი და წაუსვით ცხიმი. გადაიტანეთ ფორმაზე მასა და ხელით კარგად დატკეპნეთ
გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 30 წუთის შემდეგ პანფორტე მზად იქნება
მოაყარეთ პუდრი ცხელ ნამცხვარს მოსართავად

გემრიელად მიირთვით !


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: kakao, panforte, კაკაო, namcxvari, legvis chiri, თაფლი, tafli, ნამცხვარი, პანფორტე, ლეღვის ჩირი ნანახია: 1955 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]