Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მარტივი, სწრაფად მოსამზადებელი და ძალიან გემრიელი ძველებური ნამცხვარი — ირისი
2023-12-15, 0:31 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა

მინანქრისთვის დაგვჭირდება:
მცენარეული ზეთი - 1.00 სკ
შავი შოკოლადი - 50.00 გრ

კრემისთვის დაგვჭირდება:
კაკაო - 1.00 სკ
ვანილი - 1.00 ჩკ
მოხარშული შესქელებული რძე - 1.00 ქილა
კარაქი - 200.00 გრ

ცომისთვის დაგვჭირდება:
ფქვილი - 250.00 გრ
სოდა - 1.00 ჩკ
კაკაო - 4.00 სკ
თაფლი - 4.00 სკ
შაქარი - 120.00 გრ
კვერცხი - 6.00 ცალი

მომზადების წესი:
ოთახის ტემპერატურის კვერცხი და შაქარი მიქსერით ათქვიფეთ. დაუმატეთ თაფლი, კაკაო, ფქვილი და სოდა. სასურველი ზომის გამოსაცხობ ფორმაზე ქაღალდი დააფინეთ და ცომი გადაიტანეთ (ეს მასა 2 ანფირფიტას ეყოფა, ლანგრის ზომას გააჩნია). გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 20-25 წუთით (მზაობა ხის კოვზით შეამოწმეთ).

ფირფიტებიორ ნაწილად გაჭერით, გვერდები ჩამოაჭერით და დააქუცმაცეთ (მათ მოსართავად გამოვიყენებთ).

ოთახის ტემპერატურის კარაქი გათქვიფეთ, დაუმატეთ მოხარშული შესქელებული რძე, შემდეგ - ვანილი და კაკაო. მიღებული კრემი ფირფიტებზე გადაანაწილეთ. მორთეთ დაქუცმაცემული ბისკვიტითა და გამდნარი შოკოლადით.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: კვერცხი, რეცეპტი, რეცეპტები, კულინარია, tafli, ნამცხვარი, ირისი, kverckhi, namckhvari irisi, namcxvrebi, namcxvari, კაკაო, მზარეული, kakao, namckhvrebi, გემრიელი, ნამცხვარი ირისი, მარტივი რეცეპტი, ფქვილი, შოკოლადი, თაფლი, fqvili, მარტივი, სწრაფი. სწრაფად მოსამზადებელი ნანახია: 442 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]