მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
უგემრიელესი დესერტი - გაგარინის ნამცხვარი / ugemrielesi deserti - gagarinis namckhvari
2018-06-14, 2:03 PM |
როგორც მიხვდით ამ ძალიან გემრიელ და მარტივ დესერტს ლეგენდარული მფრინავ-კოსმონავტის იური გაგარინის საპატივცემულოდ ქვია სახელი.
ლეგენდის მიხედვით, პოლონეთში კოსმონავტის პირველი ვიზიტის აღსანიშნავ წვეულებაზე, გაგარინს სწორე დეს ნამცხვარი მიართვეს და იმდენად მოეწონა მფრინავს ეს დესერტი, რომ მას მერე "გაგარინის ნამცხვრად" მოიხსენიებენ.
შემადგენლობა:
დარბილებული კარაქი - 200 გ
ფქვილი - 2,5 ჭიქა
კვერცხი - 4 ცალი
მწიკვი მარილი
შაქარი - 7 ს/კ
სოდა ძმრით - 1 ჩ/კ
კაკაო - 3 ს/კ
კისელი - მზა, 1 ბრიკეტი (წითელი ფერის)
ნებისმიერი ხილის ჯემი - 200 გ, აჯობებს მომჟაო ხილის
მომზადების წესი:
1. კვერცხის გული გააცალკევეთ ცილისგან. ცილა მოათავსეთ მაცივარში, ხოლო გული ათქვიფეთ 2 ს/კ შაქართან ერთად, დაუმატეთ დარბილებული კარაქი და კვლავ კარგად ათქვიფეთ.
2. დიდ ჯამში ჩაცერით ფქვილი დაუმატეთ სოდა ძმრით და შეურიეთ კვერცხისა და კარაქის მასა. მოზილეთ ოდნავ წებოვანი ფქვიერი ცომი. გაყავით ცომი 3 თანაბარ ნაწილად.
3. ერთი გუნდა ამოავლეთ კაკაოში კარგად, სანამ მთლიანად არ გაყავისფრდება.
4. თითოეული გუნდა გააბრტყელეთ ცოტათი, გაახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და შედეთ საყინულეში 1 საათით. ცომი კარგად უნდა გაიყინოს, რაგან შემდეგ უნდა გახეხოთ.
5. დააქუცმაცეთ კისელის ბრიკეტი. ათქვიფეთ ცილა დარჩენილ შაქართან ბეზეს მიღებამდე და თანდათაობით შეურიეთ კისელი. უნდა მიიღოთ ჰაეროვანი, ზეფირის მსგავსი მასა.
6. ნამცხვრის ასაწყობად მოსახერხებელი იქნება დასაშლელი, მაღალკიდეებიანი ფორმა. ჩააფინეთ მასში პერგამენტის ქაღალდი. გახეხეთ ერთი (ღია ფერის) ცომის გუნდა მსხვილ სახეხზე პირდაპირ პერგამენტზე.
7. ზემოდან გაანაწილეთ ჯემი, შემდეგ დაახეხეთ შოკოლადის ცომი.
8. შოკოლადის ფენაზე თანაბრად გაანაწილეთ ცილისგან მომზადებული ზეფირის მასა და დაახეხეთ მესამე ცომის გუნდა.
9. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე და აცხვეთ 50-60 წუთი.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |