Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბანანის ჩიზქეიქი ცხობის გარეშე / bananis chizqeiqi ckhobis gareshe
2014-03-13, 4:26 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ფხვიერი ნამცხვარი (“პეჩენია”) - 200 გ;
დარბილებული კარაქი - 100 გ;
ბანანი - 200 გ (გარჩეული);
კრემ-ყველი - 300 გ;
ჟელატინი - 12 გ;
ნაღები – 35 %-იანი–250 გ;
ფორთოხლის წვენი – 70 მლ;
შაქარი – 110 გ;
კვერცხის გული – 3 ცალი.

მომზადების წესი:
დავფშვნათ ფხვიერი ნამცხვარი და შევურიოთ კარაქს. ჩავტკეპნოთ ფორმის ძირში. შევდოთ მაცივარში გასაციებლად.
ჟელატინი დავალბოთ წყალში. ბანანი ვაქციოთ პიურედ, დავამატოთ ფროთოხლის წვენი.
კვერცხის გული და შაქარი ავთქვიფოთ სანამ მოთეთრო ფუმფულა მასა არ გახდება. შევურიოთ კრემ-ყველი. დავამატოთ ბანანის პიურე.
ჟელატინს ზედმეტი წყალი გადავუწუროთ, გავადნოთ და დავამატოთ კრემს.
ნაღები ავთქვიფოთ კრემის კონსისტენციამდე და შევურიოთ ბანანიან კრემს. დავასხათ ფორმაში და შევდგათ მაცივარში 3-4 საათი.
მირთმევის წინ მოვრთოთ ჩიზქეიქი ბანანის ნაჭრებით და თეთრი შოკოლადით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: chizkeiki, ბანანის ჩიზქეიქი, ბანანი, cheesecake, chizqeiqi, ჩიზქეიქი, chiskeiki, chisqeiqi, kulinaria mzareuli receptebi, banani ნანახია: 2802 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]