Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მაყვლის ჩიზქეიქი / makvlis chizqeiqi
2014-04-18, 0:37 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 300 გრ
კარაქი - 130 გრ
ხაჭო რბილი, ახალი - 500 გრ
კვერცხი - 2
შაქარი - 150 გრ
არაჟანი - 150 გრ
ლიმონი - 1
მაყვალი - 2.5 ჭიქა
მარწყვი - 1 ჭიქა
ვანილიანი შაქარი - 1 პაკეტი

მომზადების წესი:
ნამცხვარი დავფხვნათ, შევურიოთ გამდნარი კარაქი. ჩავტკეპნოთ ფორმის გვერდებსა და ძირში. შევდოთ მაცივარში.
ნახევარ ლიმონს ავახეხოთ ცედრა და გამოვწუროთ წვენი. წვენის მხოლოდ ნახევარი დაგვჭირდება.
ხაჭო ბლენდერში ავთქვიფოთ, რომ ერთგვაროვანი გახდეს. გადავიტანოთ დიდ თასში. დავამატოთ შაქარი, არაჟანი, ლიმონის ცედრა, წვენი და ვანილი. ავთქვიფოთ და დავამატოთ კვერცხები. კვლავ ავთქვიფოთ.

ჩიზქეიქი უნდა გამოვაცხოთ ოთქლის აბაზანაზე. ამისთვის ფორმას გარედან ფოლგა შემოვახვიოთ და ჩავდოთ უფრო განიერ ფორმაში, რომელშიც ჩავასხამთ მდუღარე წყალს ნახევრამდე. შევდოთ ღუმელში ორივე ფორმა 1 სთ 160-170 გრადუსზე. ნამცხვარი ჯერ გავაციოთ, შემდეგ მაცივარში შევდოთ 4 სთ.

მარწყვი და მაყვლის ნახევარი ბლენდეში პიურედ ვაქციოთ ან დავჭყლიტოთ და ზემოდან გადავუსვათ ნამცხვარს. შემდეგდავალაგოთ დარჩენილი მაყვალი.

პრინციპში, მნიშვნელობა არ აქვს რომელი ხილით მოამზადებთ ამ ნამცხვარს. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს გემოვნებაზე და შესაძლებლობაზე.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: mayvlis chizqeiqi, chizkeiki, makvali, მაყვლის ჩიზქეიქი, chizqeiqi, cheescake, mayvali, chisqeiqi, chiskeiki, kulinaria mzareuli receptebi ნანახია: 2612 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]