Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ტარხუნის ღვეზელი / tarkhunis gvezeli
2014-03-15, 9:31 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ცომისთვის:
1 კილოგრამი ფქვილი
1 ცალი კვერცხი
200 გრამი კარაქი ან 250 გრ მარგარინი (ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული)
400 მილილიტრი ნელთბილი წყალი
1 ჩაის კოვზი მარილი

შიგთავსისთვის:
70 გრამი მოხარშული ბრინჯი
200 გრამი ახალი ტარხუნა
200 გრამი მწვანე ხახვი
1 მწიკვი შავი წიწაკა
1 ჩაის კოვზი მარილი
5 გრამი კარაქი
10 მილილიტრი ზეთი
5 ცალი კვერცხი. (თუ გვინდა სამარხვო რომ იყოს, არ ვუზავთ კვერცხს)

მომზადების წესი:
1. მოცემული ინგრედიენტებით მოამზადეთ ფენოვანი ცომი.

მომზადება: ფქვილი გავცრათ დიდ ჯამში, და შუაში ამოვაღრმავოთ. ცალკე ქილაში ჩავახალოთ კვერცხი, დავასხათ 250 მლ წყალი, ავთქვიფოთ ჩანგლით და ჩავასხათ ნელნელა ფქვილის შუაგულში. ავურიოთ, თანდათან დავამატოთ დარჩენილი 150მლ წყალი და მოვზილოთ ცომი. შემდეგ გავაბრტყელოთ და მივცეთ კვადრატული ფორმა. მარგარინი (ან კარაქი) გავყოთ 4 ნაწილად. გაბრტყელებულ ცომს ზემოდან გადავუსვათ მარგარინის 1 ნაწილი, ისე რომ მთელ ცომზე კარგად განაწილდეს, შეგვიძლია ამისათვის გრძელი, ბლაგვპირიანი დანა მოვიშველიოთ. შემდეგ ცომი დავკეცოთ ოთხად და შევდოთ მაცივარში 30 წუთით. გამოვიღოთ, იმავე მიმართულებით გავაბრტყელოთ როგორც პირველად, გადავუსვათ მარგარინის მეორე ნაწილი, კარგად გავათანაბროთ და ისევ ოთხად დავკეცოთ, შევდოთ მაცივარში 20-25 წუთით. გამოვიღოთ ისევ გავაბრტყელოთ, წავუსვათ მარგარინი, დავკეცოთ და მაცივარში უკვე 15-20 წუთით გავაჩეროთ. შემდეგ გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ, გადავუსვათ მარგარინის ბოლო ნაჭერი, ისევე დავკეცოთ ოთხად და მაცივარში 10-15 წუთით მოვათავსოთ. ასეთი ცომი უკვე მზადაა მოხმარებისთვის. ცომის მაცივარში შენახვა შეგვიძლია მჭიდროდ დახურულ პოლიეთილენის პარკში 4-5 დღის მანძილზე.
რჩევა: ვეცადოთ რომ ფენოვანი ცომი ყოველთვის ერთი და იგივე მიმართულებით გავაბრტყელოთ.

2. მოაცალეთ ტარხუნის ღეროებს ფოთლები და დაჭერით ისინი ხახვთან ერთად. მოხარშეთ 3 ცალი კვერცხი და დაჭერით პატარა კუბიკებად. დანარჩენი ორის გული და ცილა განაცალკევეთ ერთმანეთისგან.

3. გააცხელეთ ტაფა და მოასხით ზეთი. შუშეთ ხახვი და ტარხუნა მაქსიმუმ 1 წუთის განმავლობაში. თან მუდმივად ურიეთ.

4. თასში ერთმანეთს შეურიეთ დაჭრილი მოხარშული კვერცხი, 2 კვერცხის ცილა, მარილიან წყალში მოხარშული ბრინჯი, მოშუშული ხახვი და ტარხუნა, მწიკვი წიწაკა და 1 ჩაის კოვზი მარილი.

5. ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე გააბრტყელეთ ცომის 2/3 ნაწილი დაახლოებით 6 მილიმეტრის სისქის 22×42სმ ზომის ოთხკუთხედად. გაანაწილეთ მასზე ტარხუნის მასა ისე, რომ დაგრჩეთ 6-6სმ ზომის თავისუფალი კიდეები და ჩარჩოსებურად გადააკეცეთ ისინი ზემოდან. გააბრტყელეთ ცომის დარჩენილი 1/3 ნაწილი 16×36სმ ზომის ოთხკუთხედად და დააფარეთ ტარხუნის ჭრილს ზემოდან.

6. გათქვიფეთ 2 კვერცხის გული 5 გრამ კარაქთან ერთად და მოაცხეთ ტარხუნის ღვეზელის ზედაპირს. შედგით ღუმელში და აცხვეთ საშუალო ტემპერატურაზე დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში, სანამ ცომი ყავისფერი შეფერილობის არ გახდება.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: kulinaria mzareuli receptebi, gvezelebi, tarkhunis gvezeli, tarkhunis ghvezeli, tarxunis ghvezelebi, tarxunis ghvezeli, ghvezelebi, ტარხუნის ღვეზელი, tarxunis gvezeli ნანახია: 2851 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]