Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

პასკა კონიაკითა და ცუკატებით / paska koniakita da cukatebit
2014-04-16, 1:26 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
რძე - 250 მლ
შაქარი - 250 გრ
ნაღები 35% - 2 ს.კ. (შეგიძლიათ ნატურალურ სოფლის რძეს მოხადოთ)
კონიაკი - 1 ს.კ.
კვერცხი - 4
კარაქი - 250 გრ
მარილი - 1 ჩ.კ.
ცუკატები - 250 გრ
საფუარი - 1.5 ს.კ.
ფქვილი - 1 კგ
მუსკატის კაკალი - 1 ჩ.კ.
კარდამონი (ილი) - 1 ჩ.კ.
ფორთოხლის ცედრა - 1 ჩ.კ.
დარიჩინი - 1/2 ჩ.კ.
ზეთი - 1/4 ჭ

მომზადების წესი:
4 ცალ პასკის საშუალო ზომის ფორმას ძირში ჩავუფინოთ ქაღალდი და წავუსვათ ცხიმი. რძე შევათბოთ და შევურით 1 ს.კ. შაქარი და მარილი.

თასში ჩავყაროთ საფუარში არეული ცოტაოდენი ფქვილი, დავასხათ რძე და მოვურიოთ. ვამატოთ ფქვილი, სანამ სქელი არაჟნის სისქის მასას არ მივიღებთ. გადავაფაროთ ტილო და თბილად დავდგათ 15 წუთით.

ამასობაში კარაქი და შაქარი გავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, კონიაკი, ნაღები და სანელებლები.

როცა ცომის ხაში აფუვდება, შევურიოთ კვერცხისა და კარაქის მასა და დავამატოთ ფქვილი. უნდა მივიღოთ ნაზი და ამასთან შეკრული ცომი. ვზილოთ დიდი ხნის მანძილზე. თავიდან ცომი ოდნავ უნდა ეკრობოდეს ხელს, თუმცა ზელვისას ნელნელა მიიღებს სასურველ კონსისტენციას და აღარ მიგვეკრობა. ამიტომ, ფქვილი მცირე ულუფებით ვამატოთ.

ცომი ჩავდოთ თასში, გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავდგათ ასაფუებლად.

აფუებული ცომი ორჯერ ჩავზილოთ ზეთიანი ხელებით და კვლავ დავდგათ ასაფუებლად.

მესამედ აფუების შემდეგ ცომს დავუმატოთ ცუკატები და ჩავდოთ ქაღალდჩაფენილ, ცხიმწასმულ ფორმებში 2/3 სიმაღლეზე. დავდგათ თბილ ადგილას.

როდესაც ცომი ფორმებში აფუვდება, გამოვაცხოთ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

პასკის ცომი აფუებას საკმაო დრო ჭირდება. კარგად რომ აფუვდეს, უნდა იყოს თანაბარ, თბილ ტემპერატურაზე. ცომი მოცულობაში მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა გაიზარდოს.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: paska, პასკები, kulinaria mzareuli receptebi, კულიჩი, cukatebi, paska koniakit, სადღესასწაულო, პასკა, paskebi, kulichi ნანახია: 1885 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]