Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ქართული სამზარეულო - ტრადიციული საახალწლო საცივი / tradiciuli saakhaltslo sacivi / qartuli samzareulo - satsivi, kulinaria, mzareuli
2013-12-30, 4:20 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ინდაური - 1 ცალი
ნიგოზი - 600 გრ
ხახვი - 2 თავი
უცხო სუნელი - 2 ს.კ.
ყვითელი ყვავილი - 1 ს.კ.
ხმელი ქინძი, დაფქული - 1 ჩ.კ.
მიხაკი - 2 ბუტკო
ნიორი - 4-5 კბილი
დარიჩინი - 1 ჩ.კ.
წითელი წიწაკა, დაფქული
მარილი
ძმარი - 1 ს.კ.
ფქვილი - 1 ს.კ.

მომზადების წესი:
გასუფთავებული, გარეცხილი ინდაური ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ წყალი, დავდგათ ცეცხლზე და ნახევრად მოვხარშოთ.
ინდაური ამოვიღოთ წვენიდან, დავდოთ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ აირღუმელში შესაწვავად.
ბულიონს მოვხადოთ ცხიმი და მასში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ან ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ხახვი.
შუშვის დროს დაუმატოთ ბულიონიდან მოხდილი ცხიმი და თან ვურიოთ, რომ არ დაიწვეს. დავამატოთ ფქვილი და კარგად ავურიოთ. როცა ოდნავ ვარდისფერს მიიღებს ჩავასხათ ბულიონი.
ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ გავატაროთ.
ყვითელი ყვავილი, მარილი და ნიორი დავნაყოთ, ავურიოთ ნიგოზში და ხელით კარგად ვსრისოთ, სანამ საკმაო რაოდენობის ზეთს არ გამოვხდით.
ცალკე დავნაყოთ ნიგოზთან ერთად უცხო სუნელი, დარიჩინი, მიხაკი, ქინძი და წიწაკა.
ყველაფერი ეს გავხსნათ თბილ ბულიონში, კარგად მოვურიოთ, გავატაროთ საცერში ან დავაბლენდეროთ და დავდგათ ნელ ცეცხლზე მოსახარშად.

ადუღებამდე ჩავაწყოთ შიგ ნაჭრებად დაჭრილი შემწვარი ინდაური და წამოდუღებისთანავე გადმოვდგათ ცეცხლიდან. ჩავამატოთ ძმარი.
როცა მზად იქნება, საცივი ამოვიღოთ ლანგარზე და სუფრაზე მიტანის წინ მოვასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.
გემრიელათ მიირთვით.




გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: satsivi, სადღესასწაულო, qatmis sacivi, axali weli, saaxalwlo samzareulo, საცივი, indauris sacivi, kulinaria receptebi, ინდაური, ნიგოზი ნანახია: 8967 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 3.7/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]