Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ლაფშა ქათმის მკერდით და სოკოთი / lafsha qatmis mkerdit da sokoti - kulinaria, receptebi

შემადგენლობა:
ლაფშა - 500 გრ.
ქათმის მკერდი - 300 გრ.
სოკო შიტაკე (ან ქამა) – 100 გრ.
ისპანახი - 100 გრ.
მწვანე ლობიო - 100 გრ.
სახამებელი - 2 ს.კ.
ხახვი - 2 ც.
ჯინჯერი (ფესვი) - 1/2 ს.კ.
ზეთი - 1/2 ჭიქა
საკე - 1 ს.კ.
სოიოს სოუსი - 1/2 ჭიქა
ქათმის ბულიონი - 1 ჭიქა
მარილი - გემოვნებით.

მომზადების წესი:
ქათმის ფილე გავრეცხოთ, გავაშროთ, დავჭრათ და ამოვავლოთ კრახმალში. ხახვი გავფრცქვნათ და დავჭრათ ალყა-ალყა, სოკო დავჭრათ. ჯინჯერი გავასუფთავოთ და დავაქუცმაცოთ ( თუ ჯინჯერი დაფქული გაქვთ, მაშინ ფილეს მოვაყაროთ შეწვამდე ), ისპანახი და მწვანე ლობიო დავჭრათ საშუალო ნაჭრებად.
წყალი ავადუღოთ, ჩავყაროთ ლაფშა და მივიყვანოთ მზადებამდე. გადავავლოთ წყალი, წყალს ვაცალოთ დაწურვა, დავამატოთ ერთი კოვზი ზეთი, რათა არ მიეკროს ერთმანეთს.
ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავალაგოთ ქათმის ფილე ჯინჯერთან ერთად და მაღალ ცეცხლზე შევწვათ ორივე მხარეს. დავასხათ 2 ს.კ. საკე და სოიოს სოუსი. შემდეგ ამოვიღოთ ხორც. ტაფაზე დავასხათ დარჩენილი ზეთი, გავაცხელოთ და დავყაროთ ხახვი, ისპანახი, ლობიო და სოკო. ვთუშოთ 5 წთ-ის განმავლობაში და თან ვურიოთ. ტაფაზე გადმოვიღოთ ლაფშა, დავასხათ ბულიონი, დარჩენილი სოიოს სოუსი, პილპილი, მარილი, ქათმის ნაჭრები და მივიყვანოთ მზადყოფნამდე 2 წთ-ის განმავლობაში.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



2013-03-21, 1:28 PM
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია რეცეპტები, ქათმის მკერდი, ისპანახი, ლობიო, საკე, სოიოს სოუსი, ლაფშა, სოკო, kulinaria receptebi, ჯინჯერი
ნანახია: 1932 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]