მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
სპაგეტი ვარდისფერ მწვანე სოუსით (makaroni, kulinaria, receptebi)
2013-04-05, 1:31 PM |
შემადგენლობა:
სატაცური 200გ
ნაღები 100გ
მოხარშული ლორი 100გ
გახეხილი პარმეზანი 50გ
თეთრი ხახვი 30გ
ნაღების კარაქი 20გ
ბაზილიკი 15 ფოთოლი
მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
წვრილად დაკეპეთ ხახვი, ლორი კუბიკებად. სატაცური დაჭერით დახლოებით 20 სანტიმეტრიან ნაჭრებად, ხარშეთ მდუღარეში დაახლოებით ორი წუთი. ნაღების კარაქში მოთუშეთ ჯერ ხახვი და ლორი, შემდეგ კი მოხარშული სატაცური და მწივი მარილი . სასურველია ტაფა იყოს ტეფლონის ზედაპირით რომ არ მიიწვას. მარილიან წყალში მოხარშეთ სპაგეტი, გადაწურეთ და დაუმატეთ ტაფაში მყოფ ინგრედიენტებს. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ბაზილიკი , მოასხით ნაღები და კარგად აურიეთ. ბოლოს მოაფრქვიეთ გახეხილი პარმეზანი და პილპილი, კერძი მზადაა.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |