Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მაკარონი სოკოთი / makaroni sokoti
2014-02-01, 5:46 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
400 გრ. სამარხვო მაკარონი,
2,5 ლ. წყალი,
50 გრ. სამარხვო კარაქი,
მარილი – გემოვნებით,
50 გრ. ხმელი სოკო,
50 გრ მარგარინი,
100 გრ მოშუშული ხახვი,
ოხრახუში – გემოვნებით

მომზადების წესი:
სამარხვო მაკარონი მოვხარშოთ. სოკო გადავარჩიოთ, გავრეცხოთ, დავალბოთ წყალში და იმავე წყალში მოვხარშოთ უმარილოდ. მზა სოკო გადავიტანოთ თუშფალანგზე, დავწრიტოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. თავი ხახვი გავფცქვნათ, გავრეცხოთ, წვრილად დავჭრათ, მოვშუშოთ. დავამატოთ დაჭრილი სოკო და ისევ მოვშუშოთ 5 წუთის განმავლობაში. მზა ხახვი და სოკო შევურიოთ მოხარშულ მაკარონს, გადავიტანოთ თეფშზე, მოვრთოთ დაჭრილი ოხრახუშით.



მასალის წყარო: mzareulis ocneba




გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, makaroni sokoti, გემიელი რეცეპტები, სოკოთი, სალათები, krupeuloba, sokoti, მაკარონი, makaroni ნანახია: 1773 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]