Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბადრიჯანის მობრაწულა მაკარონით / badrijanis mobratsula makaronit
2017-08-26, 12:42 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ბადრიჯანი - 4 ცალი, მოზრდილი
ყაბაყი - 1 ცალი
პომიდორი საკუთარ წვენში - 400 გ
ხახვი - 1 თავი
ნიორი - 3 კბილი
თხის რბილი ყველი ან კრემ-ყველი - 200 გ
კვერცხი - 2 ცალი
პასტა (მაკარონი) - პატარა ზომის, 300 გ
ოხრახუში, ბაზილიკი, ქონდარი - რამდენიმე ღერი
ზეითუნის ზეთი
მარილი და პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესი:
ყაბაყი და ხახვი დაჭერით პატარა კუბიკებად, ნიორი გაატარეთ პრესში, ან დაჭერით წვრილად.
გაახურეთ ტაფა, დაასხით 3 ს/კ ზეთი და მოხრაკეთ ხახვი, 5 წთ-ს განმავლობაში, დაუმატეტ ყაბაყი და გააგრძელეთ მოხრაკვა კიდევ 4 წუთის განმავლობაში, დაუმატეთ ნიორი და დაჭრილი პომიდორი თავისივე წვენში. ასევე დაჭრილი მწვანილი. თუშეთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში.
მოხარშეთ მაკარონი შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციის თანახმად. გადაწურეთ და დაუმატეთ ბოსტნეულის მოთუშულ მასას. აურიეთ და ოდნავ შეაგრილეთ.
თხის ყველი დაფხვენით, დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი, მარილი და პილპილი, კარგად აურიეთ. დაუმატეთ ყველის მასა მაკარონისა და ბოსტნეულის მასას.
დაჭერით ბადრიჯანი თხელ წრეებად. შეწვით ზეთში ორივე მხრიდან საშუალო ცეცხლზე. შემდეგ გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე და მოაშორეთ ზედმეტი ცხიმი.
აიღეთ ღრმა გამოსაცხობი ფორმა, წაუსვით ცხიმი, დაალაგეთ ფსკერზე შემწვარი ბადრიჯნის წრეები (ცოტა შეინახეთ ზემოდან დასალაგებლად), ზემოდან გაანაწილეთ პასტისა და ბოსტნეულის მასა, თავზე კი მოაწყვეთ დარჩენილი შემწვარი ბადრიჯანი. გადააფარეთ ფორმას ფოლგა და აცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 30-40 წუთის განმავლობაში. 10 წუთით ადრე მომზადების დასრულებამდე, მოხსენით ფოლგა, რათა ლამაზად მოებრაწოს ზედაპირი. სუფრასთან მიიტანეთ მობრაწულა ცხელ-ცხელი.
გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მობრაწულა, პასტა, კვერცხი, badrijani, ბადრიჯანი, მაკარონი, mobracula, mobrawula, mobratsula, makaroni ნანახია: 1150 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]