Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მაკარონი ბარილა პენე ხორცის ბურთულებით / макароны / makaroni barila pene khorcis burtulebit
2014-04-16, 5:01 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ერთი ყუთი მინი პენე
4 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
2 კბილი დანაყილი ნიორი
200 გრ ხორციანი მოგრძო პომიდორი
250 გრ ღორის ხორცის ფარში
200 გრ ძროხის ფარში
2 ნაჭერი წყალში დამბალი პური
1/4 ჭიქა წყალი
1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში
1/2 ჭიქა მაღალცხიმიანი ნაღები
მარილი და პილპილი გემოვნებით
1 ჭიქა პარმეზანი

მომზადების წესი:
დავადგათ წყალი დიდი ქვაბით და წინასწარ გავახუროთ ღუმელი 190 გრადუსამდე. საშუალო ზომის ჯამში ავურიოთ ღორის და საქონლის ფარში, 1 კბილი ნიორი, ოხრახუში, პური და შევაზავოთ მარილითა და პილპილით. მიღებული მასისაგან დავამზადოთ პატარა ბურთულები, რომლებსაც ვაცხობთ ღუმელში 10-15 წუთი, სანამ ზედაპირი არ მოებრაწება. ამავე დროს, მოვხალოთ დარჩენილი ნიორი ზეითუნის ზეთში გაყავისფრებამდე, დავუმატოთ დაჭრილი პომიდორი და დაბალ ცეცხლზე მოვთუშოთ რამოდენიმე წუთი. შემდეგ დავამატოთ ნაღები და ხორცის ბურთულები, უფრო დავუწიოთ ცეცხლს და გავაგრძელოთ თუშვა, შევანელოთ მარილითა და პილპილით. მოვხარშოთ პენე შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის თანახმად, ავურიოთ სოუსთან და გავანაწილოთ ულუფებად, გავაფორმოთ ოხრახუშის ფოთლებით და მოვაყაროთ პარმეზანი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: Barilla, pasta, макароны, macaroni, makaronis kerdzebi, მაკარონი, მაკარონის კერძები, паста, kulinaria mzareuli receptebi, makaroni ნანახია: 1508 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]