Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მაკარონის ნიჟარები ფარშით და ბეშამელის სოუსით / makaronis nijharebi farshit da beshamelis sousit
2017-08-23, 5:29 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
მაკარონი - დიდი ნიჟარები, 30 ცალი
ნებისმიერი ხორცის ფარში - 650 გ
ბულგარული წიწაკა - 2 ცალი
გახეხილი ყველი - 70 გ
მწვანე ხახვი - 4-5 ღერი
საქონლის ბულიონი ან წყალი - 300 მლ
ზეთი - 4 ს/კ
მარილი - გემოვნებით
სოუსისთვის:
ფქვილი - 3 ს/კ
რძე - 450 მლ
კარაქი - 4 ს/კ
მარილი და წიწაკა - გემოვნებით
მუსკატის კაკალი

მომზადების წესი:
გულსართისთვის: გაასუფთავეთ ბულგარული წიწაკა და დაჭერით წვრილად. მწვანე ხახვი დაჭერით წრეებად და მოხრაკეთ ორივე ზეთში, დაუმატეთ ხორცი და ხრაკეთ კიდევ 4 წუთი. ჩაასხით ბულიონი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. თუშეთ 25 წუთი დაბალ ცეცხლზე.
სანამ გულსართი ითუშება, მოამზადეთ სოუსი:
გაადნეთ ტაფაზე კარაქი, დაუმატეთ ფქვილი, ურიეთ 2 წუთის განმავლობაში. დაასხით რძე, შეანელეთ სანელებლებით და მარილით და ხარშეთ, სანამ ბეშამელის სოუსი არ გასქელდება. შეურიეთ ყველის ნახევარ და გააგრილეთ.
გამოსაცხობ ქვაბში ჩაასხით სოუსი.
ნახევრად მოხარშული მაკარონები გაავსეთ ხორცის გულსართით და ჩაალაგეთ სოუსიან ფორმაში.
შედგით 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთი.
შემდეგ მოაყარეთ დარჩენილი გახეხილი ყველი და შედგით კიდევ 3 წუთი ღუმელში.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: xorcis farshi, beshamelis sousi, ბეშამელის სოუსი, recepti, kulinaria, მაკარონი, nijarebi, khorcis farshi, makaroni, ხორცის ფარში ნანახია: 1429 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]