Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ლაზანია / lazanie
2013-03-21, 1:46 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ლაზანიე (ფირფიტები) – 250გრ.
ყველი პარმაზანი - გემოვნებით

სოუსი ბოლონიეზა:
საქონლის ფარში - 300 გრ.
ლორი - 150 გრ.
სტაფილო - 1 ც.
ნიახური - 2 ღერი.
ზეითუნის ზეთი - 4 ს.კ.
მშრალი წითელი ღვინო - 1 ჭ
ხახვი - 1 ც.
იორი - 1 კბილი
მარილი, პილპილი - გემოვნებით
პამიდორი საკუთარ წვენში - 400 გრ.

სოუსი ბეშამელი:
რძე - 2 ჭიქა
ფქვილი - 2 ს.კ.
ჯავზი - მწიკვი
დაფნის ფოთოლი - 1 ც.
კარაქი - 100 გრ.
მარილი - გემოვნებით

მომზადების წესი:
სოუსი ბოლონიეზა:
ქვაბში გავაცხელოთ ზეთი. ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი. საშუალო ცეცხლზე ვთუშოთ ხახვის გამჭირვალობამდე. მოვუმატოთ გაზი, დავამატოთ სტაფილო და ნიახური. ვთუშოთ 5 წთ. ჩავყაროთ ფარში და ლორი, მასა მივიყვანოთ ღია ყავისფერ ფერამდე. ჩავასხათ ღვინო და ვთუშოთ 10 წთ. ბოლოს დავამატოთ წვრილად დაჭრილი პამიდორი თავისივე წვენით. ყველაფერი ვთუშოთ დაბალ ცეცხლზე 40 წთ-ის განმავლობაში.

სოუსი ბეშამელი:
ტაფაზე გავადნოთ კარაქი, დავაყაროთ ფქვილი და მოვთუშოთ. ცალკე წამოვადუღოთ რძე, ჩავყაროთ ჯავზი და დაფნის ფოთოლი. 10 წუთის განმავლობაში ვადუღოთ. დაფნა ამოვიღოთ, ფქვილიან ტაფაზე ფრთხილად დავასხათ და თან ვურიოთ. როცა მთლიანი მასა დაიწყებს დუღილს ის უკვემ ზად არის.
მაღალ ფორმაში ამოვუსვათ კარაქი, დავაფინოთ მოხარშული და გამშრალი ლაზანიეს ფირფიტები. დავასხათ სოუს ბბოლონიეზა, ბეშამაელი და მოვაყაროთ ყველი, ესე ფენა ფენა ვამზადოთ. დაახლოებით 5-6 ფენა. შევდგათ 180 გრადისზე გახურებულ ღუმელში 40 წთ-ის განმავლობაში.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: lazanie, boloniumis sousi, ბეშამელი, ლაზანიე, kulinaria, boloniezas sousi, ბოლონეზა, ლაზანია, beshamelis sousi, lazania ნანახია: 5007 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]