Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ლაზანია ბადრიჯნითა და ორნაირი ყველით / lazania badrijanita da ornairi kvelit
2017-08-28, 6:29 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ყველი რიკოტა - 200 გ
ხახვი - 1 თავი
ბადრიჯანი - 2 ცალი
პომიდორი - დაჭრილი, 300 გ
ნიორი - 3 კბილი
მარილი - გემოვნებით
ნიგოზი - 10 ცალი ლებანი
ზეითუნის ზეთი - 2-3 ს/კ
გახეხილი ყველი პარმეზანი - 100 გ
ზეთი - 5 ს/კ
ხმელი ორეგანო - დაფქული, 0,5 ჩ/კ
ლაზანიას ფირფიტები - 20 ცალი

მომზადების წესი:
ბადრიჯანი გარეცხეთ, დაჭერით, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 20 წუთით. შემდეგ გარეცხეთ, გააშრეთ და შეწვით 3 ს/კ კოვზ ზეთში 2-2 წუთი ყველა მხრიდან.
ხახვი და ნიორი გაფცქვენით, დაჭერით წვრილად და მოხრაკეთ ცალკე ტაფაში დარჩენილ, 2 ს/კ ზეთში 4 წუთის განმავლობაში.
დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი და ორეგანო, აურიეთ და თუშეთ 10 წუთი. პერიოდულად ურიეთ. შემდეგ დაუმატეთ მარილი დაპილპილი გემოვნებით.
ნიგოზს გადაავლეთ მდუღარე, გააცალეთ კანი და დააბლენდერეთ მსხვილად.
მოხარშეთ ლაზანიას ფირფიტები დიდი რაოდენობით მარილწყალში ნახევრად, 4 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ და დაალაგეთ სამუშაო მაგიდაზე გასაცივებლად.
წაუსვით გამოსაცხობ ფორმას ზეთი, დაალაგეთ ლაზანიას ფირფიტები 2 ფენად ისე, რომ ოდნავ გადაედოს ფირფიტები ერთმანეთზე. წაუსვით მოთუშული ტომატის სოუსი.
დაალაგეთ შემწვარი ბადრიჯნის ნაწილი ერთ ფენად, მოაყარეთ რიკოტა, ნიგოზი და გახეხილი პარმეზანი. შემდეგ დაალაგეთ ლაზანიას ფირფიტები, კვლავ ბადრიჯანი, რიკოტა, ნიგოზი და პარმეზანი... გააგრძელეთ ამ თანამიმდევრობით, სანამ ინგრედიენტები არ ამოიწურება. ბოლო ფენა უნდა იყოს ლაზანიას ფირფიტები.
მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 10 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ლაზანია, lazania. lazanie, პარმეზანი, ლაზანიე, badrijani, ბადრიჯანი, kveli, რიკოტა, yveli ნანახია: 993 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]