Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბადრიჯნის სოტე / badrijnis sote
2017-08-22, 9:28 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ბადრიჯანი - 2 ცალი
ხახვი - 1 თავი
სტაფილო - 1 ცალი
ტკბილი წიწაკა - 2 ცალი
პომიდორი - 2-3 ცალი
ზეთი შესაწვავად
მარილი - გემოვნებით
ცხარე წიწაკა - გემოვნებით
რეჰანი, ბაზილიკი ან შაშკვლავი - გემოვნებით
კამა - გემოვნებით
ნიორი - 2 კბილი

მომზადების წესი:
ბადრიჯანი გარეცხეთ, მოაჭერით კუდი და დაჭერით კანიანად მსხვილ კუბიკებად. მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ.
ტკბილი წიწაკა და სტაფილო დაჭერით კუბიკებად ან მოგრძო ნაჭრებად.
ხახვი დაჭერით ნახევარწრეებად.
პომიდორი გახეხეთ.
შეწვით ბადრიჯანი ზეთში, დაუმატეთ სტაფილო და ტკბილი წიწაკა და გააგრძელეთ მოხრაკვა.
დაუმატეთ გახეხილი პომიდორი. თუშეთ დაბალ ცეცლზე 20 წუთის განმავლობაში.
დაუმატეთ მარილი და წიწაკა. გააგრძელეთ თუშვა კიდევ 5-10 წუთი. გადმოდგით კერძი ცეცხლიდან და დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი და ნიორი.
დააფარეთ თავსახური, ოღონდ ჰერმეტულად არა, დაუტოვეთ ადგილი ჰაერისთვის და გააჩერეთ ასე 10 წუთი, სანამ სუფრასთან მიიტანდეთ.
გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: badrijnis sote, ბადრიჯანი, რეჰანი, kulinaria, კამა, პომიდორი, სოტე, ბადრიჯნის სოტე, badrijani ნანახია: 1236 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]