Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

დაკონსერვებული კალმარის სალათა
2013-02-27, 1:26 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
400 გ დაკონსერვებული კალმარი,
300 გ ყაბაყი ან ცუკინი,
200 გ წითელი და ყვითელი ფერის პამიდორი ჩერი,
ზეთი შესაწვავად,
1 თავი ხახვი,
1 კბილი ნიორი,
1 წითელი ბულგარული წიწაკა,
50 გ ზეთისხილი,
2 ს.კ. წვრილად დაკეპილი მწვანილი (კამა, ოხრახუში, რეჰანი, ბეგქონდარა),
75 მლ ზეითუნის ზეთი,
2 ს.კ. ძმარი ბალზამიკო,
მარილი, წიწაკა ჩილი გემოვნებით.

მომზადების წესი:
ყაბაყი დავჭრათ 5 სმX 6 მმ თხელ ნაჭრებად და მაღალ ტემპერატურაზე შევწვათ 2-3 წუთის განმავლობაში. თასში მოვათავსოთ შუაზე გაჭრილი პამიდვრები, მოგრძო,თხელ ნაჭრებად დაჭრილი კალმარები, დაჭრილი ზეთისხილი, დაქუცმაცებული ნიორი, ხახვი და ჩილი, დაკეპილი მწვანილი და კარგად ავურიოთ. დავუმატოთ შემწვარი ყაბაყი, ზეითუნის ზეთი, ძმარი ბალზამიკო და სურვილისამებრ, კალმარის კონსერვის წვენი. გავაჩეროთ 1 საათი და სუფრასთან მივიტანოთ პურის ნაჭრებთან ერთად.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: დაკონსერვებული, ყაბაყი, რეჰანი, ოხრახუში, სალათა, კალმარი, salatebi, salata, კამა, ბეგქონდარა ნანახია: 1549 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]