მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ბადრიჯანისა და პომიდორის კერძი ბერძნული რეცეპტით / badrijanisa da pomidoris kerdzi berdznuli receptit
2017-06-21, 8:24 PM |
შემადგენლობა:
2 ცალი ბადრიჯანი
3 ცალი პომიდორი
2 ცალი კბილი ნიორი
1 ცალი წითელი ხახვი
0.5 ცალი ლიმონი
100 მლ ზეითუნის ზეთი
5 ცალი ზეთისხილი
1 შეკვრა ოხრახუში
სანელებლები გემოვნებით
მომზადების წესი:
ბადრიჯანი შუაზე გაჭერით და რბილ ნაწილზე დანით ჩაღრმავებები გააკეთეთ, რომელშიც ნიორს ჩადებთ. მოაყარეთ მარილი და მოასხით ზეითუნის ზეთი. პომიდვრები გარეცხეთ და ზეითუნის ზეთი მათაც გადაუსვით. მოათავსეთ საცხობ ფორმაზე და 45 წუთის განმავლობაში აცხვეთ.
შემდეგ პომიდორს და ბადრიჯანს კანი მოაცალეთ. თქვენ მხოლოდ მათი რბილი ნაწილი დაგჭირდებათ, წვრილად დაჭერით. გამომცხვარი ნიორი სალათში მიდის. ხახვი და ნიორი წვრილად დაჭერით.
რაც შეეხება მოსართავს. ლიმონის ნახევრისგან წვენი გამოწურეთ და ზეითუნის ზეთს შეურიეთ. მოაყარეთ მარილი და პილპილი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ. მოასხით დაჭრილ ბადრიჯანსა და პომიდორს. მოაყარეთ ოხრახუში და ზეთისხილი
გემრიელად მიირთვით.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |