Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გემრიელი სადილის იდეა ქეთისგან – გამომცხვარი პომიდორი საქონლის ფარშითა და ყველით.
2021-09-24, 1:51 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
10ცალი საშუალო ზომის პომიდორი
800 გრ. საქონლის ხორცის ფარში
მოცარელა ან სულგუნი
როზმარინი, შაშკვლავი, რეჰანი, ძირა, ცოცხალი ქინძი, ხახვი, ნიორი, მარილი და შავი პილპილი.

მომზადების წესი:
ფარში მოვთუშოთ 1 ცალ მოზრდილ დაჭრილ ხახვთან და 4 კბილ წვრილად დაჭრილ ნიორთან ერთად, ვუმატებთ: როზმარინს, ძირას, მარილს და პილპილს გემოვნებით.
მთლიანი პომიდვრებიდან ამოვიღოთ რბილობი კოვზის დახმარებით. პომიდვრის რბილობი დავაბლენდეროთ შაშკვლავთან, რეჰანთან, ქინძთან, მარილთან და შავ პილპილთან ერთად (ყველაფერს ვუკეთებთ გემოვნების მიხედვით).
დაბლენდერებული მასის 1/3 ვუმატებთ ფარშში და ვიწყებთ პომიდვრების ამოვსებას. პომიდორი ჩავაწყოთ მეტალის გამოსაცხობ ფორმაში ან მინის ცეცხლგამძლე ჭურჭელში, თითოეულ მათგანს თავზე დავადოთ მოცარელა (ბურთის ნახევარი სრულიად საკმარისია), ხოლო დაბლენდერებული მასა ჩავამატოთ ფორმაში, რათა პომიდორი გამოცხვეს თავის წვენთან ერთად.
მოვამზადე 200 გრადუსზე, ზედა-ქვედა წვით, დაახლოებით 45 წუთი დასჭირდა. აკონტროლეთ, რათა ყველი ძალიან არ მოიბრაწოს. მე ოდნავ გამექცა ფერი.

რეცეპტის ავტორი – ქეთი ხმალაძე


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: mariamkhvedeliani | ტეგები: სულგუნი, რეჰანი, პომიდორი, ძირა, ფარში, მოცარელა, ნიორი, გურმანია, ფარშირებული, მზარეული, რეპეპტები, კულინარია, kulinaria, როზმარინი, ცოცხალი ქინძი, პამიდორი, შაშკვლავი, გურმანი, მარილი, როგორ მოვამზადოთ, საქონლის ხორცის ფარში, ხახვი, რეცეპტი, ყველი, შავი პილპილი ნანახია: 876 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]