მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ბადრიჯანი ყველით - იტალიური უგემრიელესი კერძი / badrijani yvelit - italiuri ugemrielesi kerdzi
2017-08-23, 5:00 PM |
შემადგენლობა:
ბადრიჯანი - 3 ცალი
მოცარელა - 200 გ
პარმეზანი - 300 გ
კვერცხი - 3
ფქვილი
საფანელი
პომიდვრის სოუსი - 3 ჭიქა
მარილი და პილპილი
ზეთი შესაწვავად
მომზადების წესი:
ბადრიჯანი გავთალოთ და დავჭრათ 1 სმ სისქის მრგვალ ნაჭრებად
მოვაყაროთ მარილი და პილპილი
ცოტა სითხეს როგორც კი გამოუშვებს, ამოვავლოთ ფქვილში, შემდეგ კვერცხში და ბოლოს საფანელში და შევწვათ ზეთმოსხმულ ტაფაზე ორივე მხრიდან
უკვე შემწვარი ბადრიჯნები ზედმეტი ცხიმისგან დავწრიტოთ ქაღალდის ხელსახოცის მეშვეობით.
ღრმა მართკუთხა (აჩმის) ტაფაზე მოვასხათ პომიდვრის სოუსი, შემდეგ ერთ ფენად დავალაგოთ ბადრიჯნები, მეორე ფენად თხლად დაჭრილი მოცარელა ( ან სულგუნი), გახეხილი პარმეზანი და მოვასხათ პომიდვრის სოუსი.
იგივე გავიმეოროთ მეორე ფენაზეც, მოვაყაროთ პარმეზანი და შევდგათ ღუმელში 175 გრადუსზე დაახლოებით 35-40 წუთი, ისე, რომ ზემოდან მოიბრაწოს.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |