Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

უგემრიელესი აჩმა მარტივად და სწრაფად / ugemrielesi achma martivad da stscrafad
2017-08-05, 4:04 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
კვერცხი - 5ცალი
წყალი - 1 ჩ.ჭ
კარაქი - 300-500 გრ.
ფქვილი რამდენსაც შეიზელს
ყველი - 1 კგ.

მომზადების წესი:
ცომის მომზადება:
კარგად გავთქვიფოთ კვერცები, დავამატოთ ერთი ჭიქა წყალი, უმაღლესი ხარისხის ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი. ცომი გავყოთ ექვს ნაწილად ( 1 ნაწილი იყოს შედარებით დიდი) შევდოთ მაცივარში დაახლოებით ერთი საათი ქურაზე დავდგათფართოპირიანი თასი, ჩავასხათ წყალი და ავადუღოთ, შევაზავოთ ცოტა მარილით. ცომის ერთი ნაწილი კარგად გავაბრტყელოთ თუნუქის ფურცლის ზომაზე (რაც შეიძლება სიფრიფანა უნდა იყოს. ), ჩავდოთ ადუღებულ წყალში, გავაჩეროთ1-2 წუთი, ამოვიღოთ ადუღებული წყლიდან და იმავე წუტში უნდა ჩავდოთ ცივ წყალში ერამდენიმე წამით, ამოვიღოთ, დავწუროთ ხელით ზედმეტი წყლისგან, დავდოთ კარაქწასმულ თუნუქის ფურცელზე და ზემოდან წავუსვათ კარაქი. ასე გავიმეოროთ ექვსივე ცომის გუნდის გაბრტყელება და მოხარშვა.

შიგთავსის მომზადება და ხაჭაპურის მომზადების წესი:
უმარილო ჭყინტი ყველის ან სულგუნისგან წინასწარ მოვამზადოთ შიგთავსი. დავდოთ ორი ფენა ცომი. მოვაყაროთ ყველი, დავაფაროთ მოხარშული ცომი, წავუსვათ კკარაქი, ორი ფენის შემდეგ მოვაყაროთ დაფხვნილი ყველი ზემოდან ისევ 2 მოხარშული კარაქწასმული ცომი. ბოლო ფენა უნდა იყოს ყველაზე დიდი ამოვუკეცოთ გვერდები ცომს, ზემოდან გავუსვათ კვერცხის გული ან არაჟანი და ევდგათ ღუმელში. ასეთი ხაჭაპური შეიძლება წინასწარ გამოცხობამდე დავჭრათ ულუფებად, ისე გამოვაცხოთ და გემრიელად მივირთვათ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: achma, ხაჭაპური, khachapuri, აჩმა, კულინარია kulinaria, კვერცხი, kvercxi kverckhi, yveli kveli, ყველი, xachapuri ნანახია: 2271 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]