Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

იმერული ხაჭაპური / imeruli khachapuri - xachapuri
2013-04-05, 11:39 PM
www.auf.ge -

მომზადების წესი:
თასში მოვათავსოთ 500 გრამი პურის ფქვილი +2 ცალი კვერცხი (ცილაც და გულიც) +0,5 ლიტრი მაწონი (ნატურალური იოგურტი, აჭრილი რძე, არაჟანი, ან უბრალოდ რძე) + 1 ჩაის კოვზი სოდა +1 სუფრის კოვზი ძმარი + 200 გრამი გამდნარი კარაქი ან მარგარინი (ზეთიც შეიძლება) დანის წვერით მარილი. მოვზილოთ რბილი (არაჟნის სისქის) ცომი.

მოვამზადოთ ყველი:

დავფშვნათ 800 გრ. ყველი, კარგად ავურიოთ.

დიდ დაფაზე მოვაყაროთ 200 გრამამდე ფქვილი და მომზადებული ცომი ამ ფქვილზე გადმოვიღოთ და კარგად სევაზილოთ ეს ფქვილი. ოდნავ გავაბრტყელოთ და მომზადებული ყველი ჩავდოთ შუაში.მოვუკრათ თავი და გადავიტანოთ ცხელ ცხიმწასმულ ტაფაზე. ახლა უკვე გავაბრტყელოთ მტელი ტაფის ზომაზე და შევდგათ კატგად გახურებულ ღუმელში. გამოვაცხოთ 200 – 220 გრადუს ტემპერატურაზე კარგად დაბრაწვამდე. გამოღებამდე 2-3 წუთით ადრე გადავუსვათ კარაქი.

ცხლადვე მიიტანეთ სუფრაზე.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ყველს წარმატებით სცვლიან ლობიოთი, კარტოფილით, ისპანახიოთა და სხვა ბოსტნეულით. ამ შემთხვევაში ცომი იგივეა, მხოლოდ შიგთავსი იკაზმება ხახვით, ნივრით, წიწაკითა და სხვადასხვა სუნელით.

წყარო: gurmani.com.ge


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ხაჭაპური, mzareuli, khachapuri, kulinaria, იმერული ხაჭაპური, receptebi, imeruli xachapuri, sakvebi, imeruli khachapuri, xachapuri ნანახია: 1839 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]