Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

აჭარული ხაჭაპური / acharuli khachapuri
2013-04-26, 1:05 PM
www.auf.ge -


შემადგენლობა:
1 ხაჭაპურის ცომისთვის:
ფქვილი – 100 გრ. წყალი
რძე) – 50 გრ.
საფუარი – 2 გრ.

ყველის სატენისთვის:
ყველი (ხაჭოსთან ერთად) – 75 გრ.
კვერცხი – 1–2 ცალი
კარაქი – 20 გრ.

მომზადების წესი:
მოვზილოთ საფუარიანი ცომი. სანამ ცომი კარგად გაფუვდება, მოვამზადოთ ყველის გულსართი. ამისათვის ავიღოთ ახალი ყველი, დავჭყლიტოთ ხელით, ავურიოთ კვერცხი, შეიძლება ახალი ხაჭოც ავურიოთ. მოვჭრათ ცომი, დაახლოებით 200 გრ., გავაბრტყელოთ 2–3 სმ–ს სისქემდე, მივცეთ ოდნავ მოგრძო ფორმა, დავდოთ ყველის გულსართი ისე, რომ ირგვის სამი სანტიმეტრი ცარიელი დარჩეს. შემდეგ გადავაფაროთ ნაპირები ყველის გულსართს და ასეთნაირად მომზადებული დავდოთ თუნუქის ფურცელზე; ნაპირებზე წავუსვათ კვერცხი და შევდგათ აირღუმელში გამოსაცხობად. როდესაც შეწითლდება, ხაჭაპურის შუაგულშ ჩავახაროდ მთლიანი კვერცხი და კიდევ გავაჩეროთ ღუმელში 2–3 წუთი. შემდეგ დავადოთ კარაქის ნაჭერი და ასე ცხელ–ცხელი მივიტანოთ სუფრაზე.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: აჭარული ხაჭაპური, ხაჭაპური, khachapuri, kulinaria, ajaruli xachapuri, acharuli xachapuri, ajaruli khachapuri, აჭარული, acharuli khachapuri, xachapuri ნანახია: 2261 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]