”ცეზარი” ბერძნული სალათა
| 2013-01-14, 3:17 PM |
შემადგენლობა:
სალათის ფურცლები - 300 გრ
პური - ნახევარი (სასურველია ერთი დღის პური )
ნიორი - 1 კბილი
ზეითუნის ზეთი - 50 მლ
ლიმონის წვენი - 1 ცალი ლიმონისგან
კვერცხი - 1 ცალი
ყველი - 2 ს/კ
მარილი - გემოვნებით
შავი წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესი:
გავრეცხოთ სალათის ფურცლები, გავაშროთ
და შევინახოთ მაცივარში.ორცხობილა ჯობია გაკეთდეს გამხმარი პურისგან. ამისათვის ვჭრით პურს პატარა კუბიკებად და ვაშრობთ ღუმელში 10 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე. ამ დროსი განმავლობაში 2-ჯერ გადავატრიალოთ. ნიორი გავჭყლიტოთ, ჩავდოთ ზეთში და დავტოვოთ 15 წუთით. ტაფაზე დავასხათ 1 სუფრის კოვზი ზეთი და ჩავდოთ ნიორი და შევწვათ რამოდენიმე წუთის განმავლობაში, მანდევ შევწვათ ორცხობილაც, სულ სადღაც 2 წუთის განმავლობაში. კვერცხი მოვხარშოთ და დავჭრათ ნაჭრებად.მაცივრიდან ვიღებთ სალათის ფოთლებს, ვგლიჯავთ ხელებით და ვდებთ თეფშზე. დავასხთ ზემოდან ზეითუნის ზეთი, დავამატოთ მარილი, წიწაკა, დავასხთ ლიმონის წვენი. დავაყაროთ გახეხილი ყველი და კვერცხი და კარგად ავურიოთ.(სურვილისამებრ შეგიძლიათ დამატოთ მოხარშული ქათმის ფილე 200გრ.)
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite
| ტეგები: კვერცხი, salatebi ბერძნული სალათა, ყველი, ქათმის ფილე, salata cezari, ლიმონის წვენი, სალათის ფურცლები, ზეითუნის ზეთი, ცეზარი
|
ნანახია: 2237 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]