Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სახლის პირობებში მაიონეზის მომზადების ყველაზე მარტივი მეთოდი / sakhlis pirobebshi maionezis momzadebis kvelaze martivi metodi
2018-04-07, 3:18 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
კვერცხი - 1 ცალი
დიჟონის მდოგვი - 1 ს/კ
ლიმონის წვენი - 1 ს/კ
ზეთი - (ზეითუნის, მზესუმზირის, ან სხვა) - 1 ჭიქა
მწიკვი მარილი

მომზადების წესი:
ჩაახალეთ კვერცხი ბლენდერის მაღალ ჭიქაში, ან სხვა ნებისმიერ მაღალყელიან ჭურჭელში.
დაუმატეთ ერთი ს/კ დიჟონის მდოგვი.
აქვე დაუმატეთ ერთი ს/კ ლიმონის წვენი.
ახლა დაუმატეთ 1 ჭიქა ზეთი.
ხელის ბლენდერით დაიწყეთ თქვეფა. არ ამოძრაოთ ბლენდერი. გააჩერეთ ერთ ადგილას და ისე თქვიფეთ.
თუ ზემოდან ზეთი მოიკიდა, ოდნავ ამოწიეთ ბლენდერი და ასე გააგრძელეთ თქვეფა.
ახლა დაუმატეთ მარილი, გასინჯეთ, თუ აკლია, დაუმატეთ გემოვნებით.
სულ ეს იყო.

თუ მაიონეზს ცოტა ხნით მაცივარში მოათავსებთ, გასექლდება და კიდევ უფრო გემრიელი გახდება. თუ მაშინვე გნებავთ, არც ეგ არის პრობლემა, შეგიძლიათ მომზადებისთანავე გამოიყენოთ.
რჩევა: მაიონეზი მაცივარში ინახება არაუმეტეს 7 დღისა.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: შინაური, ლიმონის წვენი, maionezi, ზეითუნის ზეთი, კვერცხი, სახლის პირობებში, მაიონეზი, დიჟონის ზეთი, შინაურულად, მზესუმზირის ზეთი ნანახია: 791 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]