Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სოკო და ქათამი მაიონეზში / soko da qatami maionezshi
2014-03-09, 9:38 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
500 გრამი ქათმის მკერდი
500 გრამი სოკო
8 სუფრის კოვზი ზეთი
8-10 კბილი ნიორი
1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი
1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
1 სუფრის კოვზამდე ყვითელი ყვავილი
200 გრამი მაიონეზი
350-400 მილილიტრი ანადუღარი წყალი
მარილი და წიწაკა გემოვნებისამებრ

მომზადების წესი:
1. დაჭერით ქათმის ხორცი საშუალო ზომის ნაჭრებად. მოაცილეთ სოკოს ყუნწები. მოასხით ზეთი ტაფას და შეწვით სოკო და ქათამი საშუალო ცეცხლზე, ნახევარი საათის განმავლობაში, თან დროგამოშვებით ურიეთ.

2. დანაყეთ ნიორი, ჩაუმატეთ სუნელები, მარილი და შემდეგ დანაყეთ ერთად.

3. მოათავსეთ მაიონეზი დიდ თასში და ჩაუმატეთ ნივრიანი მასა. კარგად შეურიეთ. შემდეგ ძალიან ნელ-ნელა ჩაუმატეთ გაციებული ანადუღარი წყალი და თან ფრთხილად ურიეთ. ჩაუმატეთ შემწვარი სოკო-ქათამი, შეურიეთ და დატოვეთ ერთი საათით.

4. კარგად გაციებულ კერძს გემოვნებისამებრ მოაფრქვიეთ წითელი წიწაკა და გემრიელად მიირთვით შოთის პურთან ერთად!

მასალის წყარო - Kulinaria.Ge




გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: qatami, ქათამი, kulinaria, mzareuli receptebi, სოკო, soko da qatami maionezshi, Soko, სოკო და ქათამი მაიონეზში, მაიონეზი, maionezi ნანახია: 2313 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]