Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ქათმის ჩაშუშული ლუდში
2013-02-23, 8:25 PM
www.auf.ge -


შემადგენლობა:
დაახლოებით 1 კგ ქათამი
1 ცალი სტაფილო
1 თავი ხახვი
1/2 კგ ქამა სოკო
3 კბილი ნიორი
1 ცალი წითელი მწარე წიწაკა
350 გრ მუქი ლუდი
3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
დაფნის ფოთოლი
50 გრ დაჭრილი ოხრახუში
მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:
სტაფილო და ხახვი გაფცქვენით, სტაფილო დაჭერით რგოლებად, ხახვი - ნახევარრგოლებად. ნიორი და წიწაკა წვრილად დააქუცმაცეთ. ქამა სოკო დაჭერით წვრილად.
ქათამი გაასუფთავეთ, დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და წიწაკა, გააჩერეთ 10-15 წთ. ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი და ქათმის ნაჭრები დაბრაწეთ.
მას შემდეგ, რაც ქათმის დაბრაწულ ნაჭრებს ცალკე გადააწყობთ, ტაფაზე დაამატეთ ცოტა ზეთი და მოშუშეთ ხახვი და სტაფილო, ჩაუმატეთ დაჭრილი სოკო, სულ ბოლოს კი - ნიორი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა და შუშეთ 10-15 წთ, ბოსტნეულის დარბილებამდე.
ღრმა, ცეცხლგამძლე ჭურჭელში ჩააწყვეთ ქათმის ნაჭრები, ზემოდან დაფარეთ მოშუშული ბოსტნეულით, დააწყვეთ რამდენიმე დაფნის ფოთოლი, დაასხით ლუდი და შედგით წინასწარ 180 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში 45-50 წუთით. მზა კერძს მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.

მასალის წყარო: რეიტინგული მენიუ - ჟურნალი "რეიტინგი" (გამოდის ორშაბათობით)



გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: დაფნის ფოთოლი, qatami, ქამა სოკო, ოხრახუში, ქათამი, მუქი ლუდი, receptebi, muqi ludi, ზეითუნის ზეთი, qama soko ნანახია: 2552 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]