მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ბოლონეზე ქამა სოკოთი / boloneze qama sokoti
2018-05-14, 5:16 PM |
შემადგენლობა:
სპაგეტი - 1 შეკვრა
ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
ხახვი - 1/2 თავი
სტაფილო - 2 ცალი
ნიახურის ძირი - 1 ცალი
ქამა სოკო - 4 ჭიქა
მარილი და პილპილი - თითო ჩ/კ
წითელი ღვინო - 1/2 ჭიქა
ნიორი - 3 კბილი
დაჭრილი პომიდორი საკუთარ წვენში, ცოცხალი ან კონსერვირებული - 500 გ
ტომატპასტა - 1/4 ჭიქა
ბოსტნეულის ბულიონი - 2 ჭიქა
მუხუდო (თურქული ბარდა) - 1 ჭიქა
ხმელი ბაზილიკი - 1/2 ჩ/კ
ხმელი ორეგანო - 1/2 ჩ/კ
ხმელი როზმარინი - 1/2 ჩ/კ
სოდა - 1/2 ჩ/კ
მომზადების წესი:
მოხარშეთ სპაგეტი შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციის თანახმად და გადაწურეთ. ტაფაში გააცხელეთ ზეითუნის ზეთი მოხრაკეთ კუბიკებად დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ წრეებად დაჭრილი სტაფილო, ნიახურის ძირი, დაჭრილი ქამა სოკო, მარილი და პილპილი - ყველაფერი აურიეთ და თუშეთ, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება. შემდეგ დაუმატეთ 1/2 ჭიქა წითელი ღვინო და განაგრძეთ მოთუშვა.
დაუმატეთ დაჭრილი ნიორი, პომიდორი და ტომატპასტა, დაასხით ბოსტნეულის ბულიონი, ჩაყარეთ მუხუდო, დაუმატეთ იტალიური ხმელი ბალახები (როზმარინი, ორეგანო და ბაზილიკი), ჩაყარეთ სოდა, დააფარეთ თვსახური და თუშეთ დაბალ ცეცხლზე 40 წუთის განმავლობაში.
ბოლოდ დაუმატეთ მოხარშული და გადაწურული სპაგეტი აურიეთ და მიიტენთ სუფრასთან.
გემრიელად მიირთვით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |