მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
მაიონეზის სახლის პირობებში მომზადების წესი (კულინარია, რეცეპტები)
2013-04-20, 10:15 PM |
კვერცხი – 1 ცალი;
ზეითუნის ზეთი – 100-200 მლ.
შაქარი – 5 გრ.
მარილი – გემოვნებით.
მდოგვი – 0,5 ჩაის კოვზი.
ლიმონის წვენი – 1-2 ჩაის კოვზი.
რჩევა:
სახლის პირობებში მომზადებული მაიონეზი ვერ შეედრება მაღაზიაში ნაყიდს ვერც გემოთი და ვერც სარგებლიანობით. მისი მომზადება შესაძლებელია, როგორც კლასიკური რეცეპტით, ასევე სხვადასხვა დანამატითაც.
სახლის პირობებში მაიონეზის მომზადება ძალიან მარტივია. შენახვა შეგიძლიათ მაცივარში 3-დან 7 დღემდე ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში.
მომზადების წესი:
მაიონეზის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მთლიანი კვერცხი.
მიქსერით ან სპეციალური სათქვეფი ჯოხით ათქვიფეთ კვერცხი მარილთან, შაქართან და მდოგვთან ერთად. შემდეგ ნელ-ნელა, წვრილი ნაკადით შეათქვიფეთ ზეითუნის ზეთი. თქვიფეთ მანამ, სანამ მასა არ გასქელდება. შემდეგ დაამატეთ ლიმონის წვენი და კვლავ ათქვიფეთ.
ამ კლასიკურად მომზადებულ მაიონეზს შეგიძლიათ გემოვნებისამებრ შეურიოთ დანაყილი ნიორი ან წვრილად დაჭრილი მწვანილი.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |