Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ქათმის ხარჩო / qatmis xarcho - kharcho

შემადგენლობა:
1 ქათამი
ხახვი-5 თავი
პამიდორი-1კგ
ნიგოზი-1ჩაის ჭიქა
ოხრახუში-4ძირი
ქინძი-3ძირი
ყვითელი ყვავილი, ნიორი, წიწაკა, ქინძი, მარილი-გემოვნებით.

მომზადების წესი:
გასუფთავებული ქათამი დავჭრათ საშუალო ზომის, თანაბარ ნაჭრებად, გავთუთქოთ მდუღარე წყალში და შემდეგ მოვათავსოთ ქვაბში, ჩავუმატოთ კარაქი, დაჭრილი ხახვი, ნიორი, დავახუროთ სახურავი და ვშუშოთ ორთქლში ნელ ცეცხლზე, სანამ ხორცი ხახვთან ერთად ჩაიშუშება.

მოვზილოთ კვერცხითა და წყლით მაგარი ცომი; გავაბრტყელოთ ორი მილიმეტრის სისქემდე. დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად (4 სანტიმეტრი სიფართის), დავაწყოთ ერთიმეორეზე, დავჭრათ ასანთის ღეროების მსგავსად და გავშალოთ რომ გაშრეს. ქათმის ხორცს დავასხათ წყალი, ისე რომ კარგად მოადგეს; როდესაც ადუღდება, ჩავყაროთ ცომის დაჭრილი და მდუღარეში გათუთქული ატრია. შევაზავოთ ოხრახუშით, ახალი კამით, ყვითელი ყვავილით, მარილით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



2013-03-02, 3:03 PM
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, qatami, qatmis xorci, qatmis kerdzi, ქათამი, qatmis kerdzebi, ქათმის ხორცი, ქათმის კერძი, ქათმის კერძები, qatmis khorci
ნანახია: 4000 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]