მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
დაკონსერვებული ქამა სოკოს ფლავი / dakonservebuli qama sokos flavi
2018-04-18, 11:03 PM |
შემადგენლობა:
ქამა სოკო – 1 დიდი ქილა (850 გრ);
ხახვი– 1–2 თავი;
ბრინჯი 2 ჭიქა;
2–3 დაფნის ფოთოლი;
2–3 კბილი ნიორი;
მარილი, ძირა, კურკუმა ან ყვითელი ყვავილი, პილპილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
ხახვი მოვდაღოთ, დავუმატოთ 1–2 დაფნის ფოთოლი და ძირა, ამოვურიოთ და ჩავყაროთ კარგად გაწურული დაჭრილი ქამა სოკო. მოვდაღოთ ყელაფერი ერთად 10–15 წუთის განმავლობაში. დავამატოთ გარეცხილი ბრინჯი, ამოვურიოთ 1–2 ჯერ, დავამატოთ კურკუმა ან ყვითელი ყვავილი და როდესაც ბრინჭი ცხიმს შეიწოვს და გამჭირვალე გახდება, დავასხათ ცხელი წყალი ისე, რომ 2 თითის სიმაღლეზე ფარავდეს. დავამატოთ დარჩენილი დაფნა, მარილი და შუაში გაჭრილი ნიორი. ამოვურიოთ, ვაცალოთ ადუღება და შემდეგ ვხარშოთ ნელ ცეცხლზე.
გემრიელად მიირთვით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |