Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბრინჯისა და ჭარხლის სალათა – ვიტამინების საბადო / brinjisa da charkhlis salata - vitaminebis sabado
2017-06-21, 8:03 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 ცალი ჭარხალი
ნახევარი ჭიქა ბრინჯი
70 მგ მცენარეული ზეთი
50 გრამი ლიმონის წვენი
100 გრამი ბერძნული კაკალი
1 თავი ხახვი
1 ჩ.კ ძმარი
1 ს.კ თაფლი
მარილი, პილპილი გემოვნებით
პიტნა მოსართავად

მომზადების წესი:
1. ბრინჯს წყალი დაასხით და 2-3 საათით გააჩერეთ. შემდეგ კი მდუღარე წყალში ჩაყარეთ. მოხარშეთ, შეგიძლიათ მოაყაროთ მარილი.

2. ჭარხალი მოხარშეთ, შემდეგ კი საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით. ხახვი გაასუფთავეთ და რგოლებად დაჭერით. მოაყარეთ მარილი გემოვნებით.

3. ცალკე ჯამში მცენარეული ზეთი, თაფლი, ძმარი და ლიმონის წვენი აურიეთ ერთმანეთს. დაუმატეთ მარილი და პილპილი. მიღებული მასის ცოტაოდენი ნაწილი ხახვს დაასხით და დასამარინებლად დატოვეთ.

4. კაკალი წვრილად დაჭერით. შეურიეთ ბრინჯს, ჭარხალს, ხახვსა და კაკალს. მოასხით დარჩენილი თაფლის მასა. ყველაფერი კარგად აურიეთ. შეგიძლიათ მოაყაროთ პიტნა.

გემრიელად მიირთვით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ბრინჯი, სალათა, სალათები, კულინარია kulinaria, salatebi, ჭარხალი, brinji, salata, charkhali, charxali ნანახია: 1463 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]