Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ჭარხლის სალათი ჟოლოთი / charkhlis salati jholoti
2018-03-18, 11:49 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
300 გრ. ჭარხალი
15 გრ. ქინძი
5 გრ. მწვანე ხახვი
1 კბილი ნიორი
350 გრ. ჟოლო
3 ლიმონი
1 გრ. დაღერღილი წიწაკა
2 გრ. სეზამის მარცვალი

მომზადების წესი:
გარეცხილი ჭარხალი მოვათავსოთ ქვაბში და დავდგათ დაბალ ცეცხლზე მოსახარშად. ასევე გავრეცხოთ ჟოლო და მცირე ოდენობის წყალთან ერთად წამოვადუღოთ, გავწუროთ და დავუმატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით. ქინძი და მწვანე ხახვი დავჭრათ წვრილად. ნიორი დავნაყოთ ცალკე, ხოლო ლიმონისგან ავიღოთ მხოლოდ ცედრა.
ლიმონის სოუსისთვის წამოვადუღოთ ლიმონის წვენი, დავამატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით, ცოტაოდენი კარაქი და ფქვილი კი იმისთვის, რომ წვენი შესქელდეს. მოხარშული ჭარხალი გავასუფთავოთ და დავჭრათ სასურველ ფორმებად. წავუსვათ ნიორი, გავაფორმოთ ლიმონის ცედრით, სეზამის მარცვლით, ჟოლოს სოუსით და ლიმონის სოუსით.
გასაფორმებლად შეგიძლიათ სოუსი მოათავსოთ ჭარხლის ამოჭრილ გულში. გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ჭარხალი, ჟოლო, jolo, სალათა, jholo, charkhali, salati, salata, charxali, სალათი ნანახია: 829 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]