მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
როგორ მოვამზადოთ ტეფტელები სოუსში / rogor movamzadot teftelebi sousshi
2017-08-23, 8:47 AM |
შემადგენლობა:
400 გრამი ღორის ფარში
½ ჭიქა ბრინჯი
1 ცალი ხახვი
1 ცალი კვერცხი
4 ს/კ ფქვილი
40 მლ მზესუმზირის ზეთი
1 ჩ/კ ტომატის პასტა
300 მლ წყალი
1 ს/კ ნაღები
მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
ღორის ხორცი ხორცსაკეპ მანქანაში გამოატარეთ. ასევე ხახვიც შეგიძლიათ გამოატაროთ. მოხარშეთ ბრინჯი, შემდეგ კი გააცივეთ. ერთ ღრმა ჯამში ბრინჯი და ფარში აურიეთ. ამ ინგრედიენტებს კვერცხი და გამოტარებული ხახვი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
ტეფტელების ფორმირება დაიწყეთ. მათი დიამეტრი დაახლოებით 4.5-5 სანტიმეტრი უნდა იყოს. ტაფას მცენარეული ზეთი დაასხით. 1 ს/კ ფქვილი ცალკე მოათავსეთ და ტეფტელები მასში ამოავლეთ. შეწვით ორივე გვერდიდან. ტაფაში 200 მლ ადუღებული წყალი დაამატეთ და თუშეთ 15 წუთი.
100 მლ თბილი წყალი, ნაღები, ტომატის პასტა და 1 ს/კ ფქვილი ერთმანეთში აურიეთ, დაუმატეთ ტაფაში ტეფტელებს. საშუალო დონის ცეცხლზე კვლავ 15 წუთი გააჩერეთ.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |