Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ატრია ტაილანდური კარის პასტით (kulinaria, mzareuli, receptebi)
2013-08-20, 1:11 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
250 გ გატარებული ღორის ხორცი,
2 ღერი ლემონგრასი,
3 სმ ნედლი ჯანჯაფილი,
3 კბილი ნორი,
1 ქილა ქოქოსის რძე,
1 ს.კ. კარის პასტა,
2 ს.კ. თევზის სოუსი,
1 ს.კ. ყავისფერი შაქარი,
3 ს.კ. დაჭრილი შაშკვლავი,
1 ცალი ცხარე მწვანე წიწაკა,
3 ღერი მწვანე ხახვი,
250 გ ატრია.

მომზადების წესი:
ლემონგრასს მოვაჭრათ მწვანე ბოლოები და წვრილად დავკეპოთ. ნიორი და ჯანჯაფილი გავხეხოთ, დავუმატოთ ხორცის ფარშს მარილსა და წიწაკასთან ერთად, ავზილოთ და კაკლისოდენა ბურთულები გავაკეთოთ. წიწაკას ამოვაცალოთ თესლი და მწვანე ხახვთან ერთად წვრილად დავჭრათ. ღრმა ტაფაში კარის პასტა და 1 ს.კ. ზეთი მოვათავსოთ. როდესაც პასტა შუშვისას სუნს გაუშვებს, დავასხათ ქოქოსის რძე და ნახევრამდე დავადუღოთ, შევურიოთ ხორცის ბურთულები და 10 წუთი ვადუღოთ. დავუმატოთ შაქარი, თევზის სოუსი და შაშკვლავი. ატრია ადუღებულ მარილიან წყალში წესის მიხედვით მოვხარშოთ და გადავწუროთ. დავუმატოთ ხორცის ბურთულებს და ამოვურიოთ. სუფრაზე მიტანის წინ თითოეულ ულუფას მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი.





გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, rogor davamzado, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, receptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado, როგორ დავამზადო ნანახია: 1817 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]