Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ტალიატელე ტახის ხორცით (kulinaria, mzareuli, receptebi)
2013-08-20, 1:09 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
250 გ ტახის რბილი ხორცი,
40 მლ ზეთი,
2-3 ს.კ. ტომატპასტა,
1 მუჭა ფქვილი,
1 ცალი დაფნის ფოთოლი,
250 მლ წითელი ღვინო,
600 გ სხვადასხვა ბოსტნეული (ხახვი, კარტოფილი, ნიახური და სხვ.),
0,5 ს.კ. მდოგვი,
3 ს.კ. შტოში ან წითელი მოცხარი,
მარილი, პილპილი – გემოვნებით.

ცომისთვის:
1 კგ თეთრი მანანის ბურღული,
6 ცალი კვერცხი,
2 ცალი კვერცხის გული,
6 ს.კ. ზეითუნის ზეთი,
4 ს.კ. წყალი.

მომზადების წესი:
ხორცი დავჭრათ და ცხიმში შევბრაწოთ, შემდეგ ტაფიდან ამოვიღოთ და ამავე ცხიმში მოვშუშოთ დაჭრილი ბოსტნეული. ცალკე მოვშუშოთ ტომატპასტა და შევურიოთ ფქვილი. დავუმატოთ ხორცი, დავასხათ ღვინო და წამოვადუღოთ. შემდეგ დავუმატოთ ცოტა წყალი და 1 საათი დაბალ ცეცხლზე, თავდახურული ვშუშოთ. დავუმატოთ მოშუშული ბოსტნეული და განვაგრძოთ შუშვა. როცა ხორცი დარბილდება, დავუმატოთ მდოგვი და კენკრა. მოვზილოთ ცომი, გავაბრტყელოთ და თხლად დავჭრათ (სასურველია ცომის გასაბრტყელებელი მანქანის გამოყენება). ქვაბში ავადუღოთ ბლომად წყალი, ჩავყაროთ 1 ს.კ. მარილი და მოვხარშოთ მომზადებული ცომის ნაჭრები, შემდეგ გადავწუროთ (წყალი არ გადავავლოთ!) და სუფრაზე ხორცის რაგუსთან ერთად მივიტანოთ.





გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, rogor davamzado, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, receptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado, როგორ დავამზადო ნანახია: 1491 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]