მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
კურდღლის ჩახოხბილი / kurdglis chakhokhbili (kulinaria, mzareuli, receptebi)
2013-08-20, 1:18 PM |
შემადგენლობა:
1.500 გ კურდღლის ხორცი,
4-5 თავი ხახვი,
1 ლ დაჭყლეტილი პამიდორი,
1 ს.კ. ტომატპასტა,
1 ჭიქა წყალი,
2 ჩ.კ. შაქარი,
1 კონა ქინძი,
1 კონა ოხრახუში,
1 კონა რეჰანი,
100-150 გ კარაქი,
2 კბილი ნიორი,
მარილი, წიწაკა - გემოვნებით.
მომზადების წესი:
ხორცი დავჭრათ, კარაქსა და დაჭრილ ხახვთან ერთად მოვათავსოთ ქვაბში, დავუმატოთ მარილი, წიწაკა და მოვშუშოთ. დავუმატოთ პამიდორი, წყალში გახსნილი ტომატპასტა, შაქარი და გავაგრძელოთ შუშვა. როცა მომზადდება, დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, დაჭრილი მწვანილი და ერთხელ წამოვადუღოთ.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |