Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ფრინველის ფილე მოტკბო-მომჟავო სოუსში (kulinaria, mzareuli, receptebi)
2013-08-20, 1:42 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
300-350 გ ფრინველის ფილე,
1 ცალი წითელი ტკბილი წიწაკა,
125 გ სტაფილო,
1 თავი წითელი ხახვი,
5 გ ნედლი ჯანჯაფილი,
175 გ დაკონსერვებული ანანასი,
1 ს.კ. ზეთი,
150 მლ ფორთოხლის წვენი,
1 ს.კ. წითელი ღვინის ძმარი,
75 მლ კეტჩუპი,
1 ს.კ. თაფლი,
მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადების წესი:
ხორცი 2 სმ ზომის კუბებად დავჭრათ. წიწაკა ოთხად, ხოლო ხახვი – რვა ნაწილად გავჭრათ. სტაფილო და ჯანჯაფილი გავხეხოთ. ანანასი გადავწუროთ და კუბებად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ ხორცი, მოვაყაროთ მარილი და მაღალ ცეცხლზე შევბრაწოთ. ხორცი ამოვიღოთ და ამავე ცხიმში ჩავყაროთ ხახვი, სტაფილო, წიწაკა და 3-4 წუთის განმავლობაში ვშუშოთ. დავუმატოთ ჯანჯაფილი და ოდნავ მოვშუშოთ. ძმარი, ფორთოხლის წვენი, კეტჩუპი და თაფლი ავურიოთ და დავუმატოთ ტაფაზე ინგრედიენტებს. ვშუშოთ 1 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ ხორცი და ანანასი. კერძი საშუალო ტემპერატურაზე 5 წუთის განმავლობაში ვშუშოთ, დავუმატოთ მარილი და წიწაკა.





გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, rogor davamzado, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, receptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado, როგორ დავამზადო ნანახია: 1464 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]