Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

როგორ მოვამზადოთ მაიონეზი - რეცეპტი / rogor movamzadot maionezi - recepti
2014-03-08, 10:54 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
200 გრამი პურის ფქვილი
400 მილილიტრი (2 ჩაის ჭიქა) რძე
1 კვერცხის გული
1 ჩ/კ მარილი
1 ჩ/კ შაქარი
1 ჩ/კ მდოგვი
1 ს/კ ძმარი
1 ჩ/ჭ ჭიქა ზეთი (უმჯობესია ზეითუნის)

მომზადების წესი:
1) მცირე ზომის ქვაბში 200 გრამ ფქვილს დაასხით 1 ჭიქა ცივი რძე და ურიეთ. ფქვილი რომ კარგად გაიხსნება, შედგით ცეცხლზე; დაამატეთ ერთი ჭიქა ცხელი რძე და ურიეთ ხის კოვზით, ფქვილი რომ არ შეკურკუშდეს; აადუღეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.

2) 1 კვერხის გულს დაამატეთ მარილი, შაქარი, მდოგვი, ძმარი, ზეითუნის ზეთი და ათქვიფეთ მიქსერით.

3) იმისათვის, რომ მივიღოთ მაიონეზი, გამზადებულ პირველ მასას ფრთხილად უნდა შევურიოთ მეორე მასა. მიქსერით თქვიფეთ პირველი მასა და თქვეფისას ნელ-ნელა ჩაის კოვზით ჩაამატეთ მეორე მასა – ეს იმისათვის, რომ ზეთი და რძე ერთმანეთში კარგად შეერიოს.

და ჩვენი მაიონეზი მზად არის!

გემრიელად მიირთვით!




გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: რეცეპტი, kulinaria, recepti, მოვამზადოთ, receptebi, movamzadot, მაიონეზი, როგორ, maionezi, rogor ნანახია: 4891 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]