Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ქათმის კატლეტები ყველიან საფანელში
2013-08-18, 10:42 PM
www.auf.ge -


შემადგენლობა:
ქათმის ფარში 500 გ
კვერცხი 1
თეთრი პური, წინა დღის 100 გ, ქერქის გარეშე
ვაშლი 1
მარილი და პილპილი

საფანელისთვის:
თეთრი პური, წინა დღის 100 გ, ქერქიანად
ყველი 100 გ
ქონდარი
კვერცხი 2
ფქვილი

მომზადების წესი:
პური დავალბოთ რძეში. ვაშლი გავთალოთ და გავხეხოთ.

თასში მოვათავსოთ ფარში, კვერცხი, ვაშლი, გაწურული პური და კარგად ავურიოთ, გადავზილოთ. შევდგათ მაცივარში 30 წუთით.

საფანელისთვის პურის ნაჭერი, ყველი და ქონდარი ბლენდერში ან კომბაინში დავაქუცმაცოთ.

გავამზადოთ სამი თეფში: ერთში ჩავყაროთ ფქვილი, მეორეში კვერცხი ავთქვიფოთ, მესამეში ყველიანი საფანელი გადავიტანოთ.

ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი. სველი ხელებთ გავაკეთოთ კატლეტები, ამოვავლოთ ჯერ ფქვილში, შემდეგ კვერცხში, ბოლოს საფანელში.

შევწვათ ტაფაზე ორივე მხრიდან და სასურველ გარნირთან ან სალათთან ერთად მივიტანოთ სუფრასთან





გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ქათმის კატლეტები, ვაშლი, mzareuli, kulinaria, receptebi, ყველი, ქათმის ფილე, qondari, ფრინველის ხორცი, ხორცეული ნანახია: 1555 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]