Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ტეფტელები ყველით - ცნობილი კერძის განსხვავებული ვერსია! / teftelebi kvelit - cnobili kerdzis ganskhvavebuli versia!
2017-11-20, 8:21 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
საქონლის ხორცის ფარში - 500 გ
კვერცხი - 1 ცალი
პური - 2 ნაჭერი
ყველი - 200 გ
ტომატპასტა - 1 ს/კ
ფქვილი - 2 ს/კ
მწვანილი - გემოვნებით
მარილი და პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესი:
ხორცის ფარშს შეურიეთ გახეხილი ხახვი, კვერცხი, მარილი და პილპილი, კარგად აურიეთ ხელით.
ყველი დაჭერით დაახლოებით 1X1 სმ-ზე კუბიკებად. ფარშისგან გააკეთეთ პატარა ბურთები, დააბრტყელეთ ხელის გულზე და ჩაუდეთ გულში ყველის კუბიკი. დააბრგვალეთ ფარში ისე, რომ ყველი შუაგულში მოექცეს.
მოათავსეთ ხორცის ბურთები გამოსაცხობ ფირფიტაზე და შეწვით 200 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში.
სოუსისთვის: მოხრაკეთ წმინდად დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ ტომატპასტა, ფქვილი, მარილი და პილპილი.
თუშეთ 3 წუთი, თან ურიეთ. ბოლოს დაუმატეთ მწვანილი.

მოასხით სოუსი შემწვარ ტეფტელებს სუფრასთან მიტანის წინ.
გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: saqonlis khorcis farshi, kvercxi, კვერცხი, saqonlis xorcis farshi, ყველი, kveli, საქონლის ხორცის ფარში, yveli, ტეფტელები, teftelebi ნანახია: 1169 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]