Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ფენოვანი სალათა - გვირილების მდელო / fenovani salata - gvirilebis mdelo
2017-08-24, 2:52 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
გრძელი ბრინჯი - 0,5 ჭიქა
ქათმის ფილე - 2 ნაჭერი
სტაფილო - 2 ცალი
კიტრი - 2 ცალი
ხახვი - 1 თავი
კვერცხი - 5 ცალი
მაიონეზი
სალათის ფოთლები
კამა

მომზადების წესი:
მოხარშეთ ბრინჯი მარილწყალში.
გაფცქვენით და გახეხეთ სტაფოლო, მოხრაკეთ ზეთში.
მოხარშეთ კვერცხი და ქათმის ფილე.
ააწყვეთ სალათა ფენებად: დახეული სალათის ფოთლები, შემდეგი ფენა მოხარშული ბრინჯი, მესამე ფენა მოხარშული და დაჭრილი ქათმის ფილე, მეოთხე ფენა წმინდად დაჭრილი ხახვი, მეხუთე ფენა მოხრაკული სტაფილო, მეექვსე ფენა - გაფცქვნილი და პატარ კუბიკებად დაჭრილი კიტრი.
ყველა ფენას უსვამთ მაიონეზს და აყრით პილპილისა და მარილს.
სალათის ზედაპირზე გააკეთეთ გვირილა: კვერცხის მოგრძოდ დაჭრილი ცილა ყვავილის ფურცლები იქნება, ხოლო ყვითელი გული, კვერცხის გახეხილი გულისგან გაუკეთეთ. გააფორმეთ კამის ღერებით.
გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: qatami, ბრინჯი, kvercxi, სალათა, qatmis file, კვერცხი, brinji, kverckhi, ქათმის ფილე, salata ნანახია: 1300 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]