Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ქათმის ფილე ბრინჯით - ირმა სოხაძის რეცეპტით / qatmis file brinjit - irma sokhadzis receptit
2018-03-18, 6:22 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ხახვი - 3
სტაფილო - 3-4
გრძელი ბრინჯი - 300 გ
ქათმის ფილე - 400 გ
ზეთი - 100 მლ
მარილი და პილპილი

მომზადების წესი:
ცოტა ზეთში შევწვათ ქათმის ფილე და მოვაყაროთ მარილი.
მდუღარე მარილიან წყალში ჩავყაროთ გარეცხილი, ბრინჯი და მოვხარშოთ, შემდეგ კი საწურით რამდენიმე წუთის განმავლობაში გამდინარე წყლის ქვეშ დავდგათ.
ღრმა ტაფაში ან ქავაბში ჩავასხათ ზეთი, დავუმატოთ დაწრილი ხახვი, მოვაყაროთ ცოტა მარილი და დავდგათ ცეცხლზე. როდესაც ხახვი გაოქროსფრდება, დავუმატოთ მსხვილად გახეხილი სტაფილო. ვშუშოთ რამდენიმე წუთი, რომ სტაფილო დარბილდეს. შემდეგ ნელ-ნელა ცავუმატოთ ბრინჯი და თან ვურიოთ. დავუმატოთ დაჭრილი შემწვარი ქათმის ხორცი, მარილი, პილპილი და ამოვურიოთ. კერძი მზადაა.

რჩევა
მარილთან და პილპილთან ერთად კერძს შეგვიძლია დავუმატოთ სხვა სასურველი სანელებლები. განსაკუთრებით მოუხდება ძირა.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: brinji, stafilo, ქათმის ფილე, ქათმის ხორცი, ბრინჯი, qatmis khorci, qatmis xorci, სტაფილო, qatmis barklebi, qatmis file ნანახია: 2131 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]